აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

სრულად »

 

კოლეჯის დებულება

 შპს წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის  დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები.

  1. შპს წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის (შემდგომში კოლეჯის) თანამდებობრივი ინსტრუქცია დებულება (შემდგომში დებულება) განსაზღვრავს მართვის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციებს და უფლება-მოვალეობებს.

 

 

მუხლი 2.კოლეჯის მისია

  1. შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადება;
  2. მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით;
  3. პირის პროფესიული განვითარების,  დასაქმების, მათ შორის, საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების ხელშეწყობა;
  4. საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა;

 

მუხლი 3. კოლეჯის  სტრუქტურა

3.1. კოლეჯის  მართვის   ორგანოებია:

3.1.1. დამფუძნებელი;

3.1.2. დირექტორი

3.2.კოლეჯის    სტრუქტურული  ერთეულებია:

3.2.1.დირექტორის მოადგილე-სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;

3.2.2  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

3.2.3. კანცელარიის უფროსი;

3.2.4. ბუღალტერი;

3.2.5. ბიბლიოთეკარი;

3.2.6. სამეურნეო სამსახურის  უფროსი;

3.2.7. ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი;

3.2.8. ექთანი;

3.2.9. დამლაგებელი;

 

 

 

მუხლი 4.  დირექტორის მოადგილესასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი .

4.1. დირექტორის მოადგილე-სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, არის კოლეჯის უმაღლესი ადმინისტრაციული პირი, რომელიც ძირითადად ახორციელებს დირექტორის მიერ დამტკიცებულ უფლებამოსილებას;

4.2. ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის  საქმიანობას და პასუხისმგებელია ადმინისტრაციის  ფუნქციების შესრულებაზე;

4.3. მის დაქვემდებარებაში მყოფ  თანამშრომლებს უნაწილებს სამსახურებრივ დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;

4.4. კოორდინაციას უწევს ურთიერთობას კოლეჯის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;

  1. 5. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სასწავლო საქმიანობას, სტუდენტთა შეფასების წესებს, გამოცდების დანიშვნის საკითხებს, განსაზღვრავს სასწავლო კვირათა ხანგრძლივობას, არდადაგების გრაფიკს და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს.

4.6. წარუდგენს დირექტორს ადმინისტრაციის ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

4.7.დირექტორის მოადგილე უშუალოდ ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესის კოორდინატორის, კარიერული დაგეგმვის სპეციალისტის, კოლეჯის ბიბლიოთეკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის  მუშაობას;

4.8. წარუდგენს კოლეჯის დირექტორს წინადადებებს ადმინისტრაციული განყოფილების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომლების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების და მათი კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

4.9 ასრულებს  კოლეჯის დირექტორის სხვა დავალებებს.

4.10. დირექტორის მოადგილე  ანგარიშვალდებულია დირექტორის  წინაშე.

4.11. დირექტორის მოადგილეს ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი.

 

მუხლი 5.ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი

5.1. ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი  ზრუნავს    კოლეჯის   მეთოდებისა და  რესურსების,  აგრეთვე,  პერსონალის  კვალიფიკაციის  ამაღლების,  ხარისხის სისტემატურ  შეფასებასა და მის განვითარება–განახლებაზე.

5.2.ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის მიღწევას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის, მათი მუშაობის სისტემატური შეფასებისა და უწყვეტი განვითარების  გზით.

5.3.საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით;

5.4. მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ხარისხის შეფასების სისტემის და  კითხვარების ფორმების შემუშავებაში. კოორდინაციას უწევს გამოკითხვების ჩატარების გრაფიკს.

5.5.პერიოდულად ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს  და შეიმუშავებს რეკომენდაციებს  მათი გაუმჯობესებისათვის.

5.6. შეიმუშავებს მექანიზმებს პროფესიული  სტუდენტების  მომსახურების  ეფექტური  სერვისების  გაუმჯობესებისათვის  და ახალი მიდგომების  დანერგვისათვის.

5.7. უზრუნველყოფს  სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება-შესწავლა-კვლევა, განმავითარებელი საქმიანობის დაგეგმვა განხორციელებას.

5.8.ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული  ავტორიზაციის  თვითშეფასების  პროცესს და ამზადებს  შესაბამის დოკუმენტაციას.

5.9.ხარისხის  უზრუნველყოფის  მენეჯერს  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

 

მუხლი 51.  შიდა მონიტორინგის ჯგუფი

  1. შიდა მონიტორიგის ჯგუფის შემადგენლობა მტკიცდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით.
  2. 2. შიდა მონიტორიგის ჯგუფში შედიან: ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, მოდულური პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესიული მასწავლებლები.
  3. შიდა მონიტორიგის ჯგუფის ხელმძღვანელობს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი.
  4. 4. შიდა მონიტორიგის ჯგუფი ახორციელებს შემდეგ უფლება მოსილებებს:

ა) ახორციელებს მონიტორინგს სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, მოდულური პროგრამების განხორციელების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების მიზნით, კერძოდ:

  • შეიმუშავებს შიდა მონიტორინგის გეგმას;
  • ახდენს კითხვარების შევსების ორგანიზებას;
  • ესწრება მეცადინეობებზე;
  • ამოწმებს შეფასების ინსტრუმენტებს;
  • ავსებს დასწრების ოქმებს;
  • ამუშავებს და აანალიზებს გამოკითხვის კითხვარებს;
  • კონსულტირებას უწევს პროფესიულ მასწავლებლებს;
  • საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს;
  • ამზადებს გარე მონიტორინგის ვიზიტისთვის, შიდა მხარდაჭერის ჯგუფისანგარიშს;
  • ახდენს მოდულური პროგრამების განხორციელების დროს მიმდინარე პრობლემების სწორ და დროულ იდენტიფიკაციას;
  • უზრუნველყოფს პრობლემების აღმოფხვრას;

 

 

  1. შიდა მონიტორიგის ჯგუფი მოქმედებს ამ დებულების, აკადემიის შინაგანაწესისა და დაწესებულების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად და პასუხისმგებელია დირექტორის წინაშე.

 

მუხლი  6. სასწავლო პროცესის კოორდინატორი

6.1. სასწავლო პროცესის კოორდინატორი  ახორციელებს შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების  საფუძველზე, განსაზღვრულ ვადებში აწარმოებს პროფესიულ  სტუდენტთა მიღწევების და  შეფასებების  მონიტორინგს;

ბ) დადგენილი ფორმის მიხედვით ხსნის და მუდმივად აწარმოებს კოლეჯის პროფესიულ  სტუდენტთა სასწავლო ბარათებს;

გ) ახდენს  პროფესიულ სტუდენტთა სწავლის შედეგების შეფასების ანალიზს და შედეგებს პერიოდულად წარუდგენს  კოლეჯის  დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;

გ) შეფასების შედეგების მიხედვით განსაზღვრავს პროფესიულ სტუდენტთა  იმ შემადგენლობას, რომელიც უნდა გავიდეს  დამატებით   გამოცდებზე;

დ) ხელს  აწერს  გამოცდების  უწყისებს;

ე) მუდმივად თანამშრომლობს პროფესიული  მასწავლებლებთან, რათა განუმარტოს მათ პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემის არსი, შეჯამების პრინციპები და განახორციელოს კონტროლი მის შესრულებაზე;

ვ) კოლეჯის  დირექტორს   აწოდებს  პროფესიულ სტუდენტთა  პერსონალურ მონაცემებს;

ზ) აწარმოებს  პროფესიულ  სტუდენტთა  პირად  მონაცემებს   ცალკე   საქმედ, ხოლო  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გადასცემს შესანახად არქივს;

თ) ავსებს  კურსდამთავრებულთა  პროფესიული  დიპლომის   დანართებს (მოთხოვნის საფუძველზე);

ი) ადგენს დამტკიცებული პროგრამების სასწავლო გეგმების საფუძველზე ცხრილებს.

კ) ასრულებს დირექტორის სხვა დავალებებს, რომელიც სასწავლო პროცესის მართვასთან არის დაკავშირებული.

ლ) უზრუნველყოფს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (პროფესიული დიპლომი) რეგისტრაციის ჟურნალის წარმოებას.

მ) აწარმოებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს.

6.2. სასწავლო პროცესის   კოორდინატორს   თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

 

 

 

 

მუხლი  7. კარიერული დაგეგმვის სპეციალისტი:

7.1. სასწავლო დაწესებულება  არ უნდა შემოიფარგლებოდეს სტუდენტებისათვის მხოლოდ ცოდნის მიცემით, მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს მათი დახმარება კარიერის დაგეგმვასა და სამომავლო პროფესიის სწორი არჩევანის გაკეთებაში, სწორედ ამ მიზნით კოლეჯში შეიქმნა კარიერული დაგეგმვის სამსახური, რომლის მოვალეობაშიც შედის:

ა) მოიძიოს და შექმნას იმ პირთა მონაცემთა ბაზა, რომლებიც მოღვაწეობენ კოლეჯში არსებული მიმართულებების   ბიზნეს გარემოში;

ბ) შექმნას პროფესიულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ბაზები;

გ) დაეხმაროს მათ სამსახურის მოძიებისა და კარიერასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში;

დ) მოაწყოს სტუმრის დღეები, მოიწვიოს იმ სფეროს წარმომადგენლები (დამსაქმებლები) რომელი საგანმანათლებლო პროგრამებიც ხორციელდება კოლეჯში და პირიქით თუ შესაძლებელი იქნება ეწვივნონ მათ, სამუშაო გარემოსთან დაახლოების მიზნით;

ე) დაეხმაროს პროფესიულ სტუდენტებს ისეთი ცოდნის შეძენაში როგორიცაა რეზიუმეს შედგენა, სამუშაო განაცხადის შევსება და ინტერვიუსთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

 

მუხლი  8.  კანცელარიის უფროსი

8.1. კანცელარიის საქმიანობის წესი განსაზღვრულია „საქმისწარმოების ერთიანი წესის“ კოლეჯის წესდებით,  შინაგანაწესით, ამ დებულებით და კოლეჯში მოქმედი სხვა აქტებით.

8.2. კანცელარიაში საქმის წარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

8.3. კანცელარიას აქვს: მრგვალი ბეჭედი – საერთო განყოფილება;  კოლეჯის შტამპი.

8.4. კანცელარიის ბეჭედი გამოიყენება კოლეჯის სხვადასხვა ერთეულების სამართლებრივი აქტების ასლებზე.

8.5. შტამპი გამოიყენება შემოსული კორესპონდენციების სარეგისტრაციოდ. რომელიც დაესმება პირველ გვერდზე. მარჯვენა ქვედა კუთხეში სარეგისტრაციო ნომრითა და შემოსვლის თარიღით.

8.6. კანცელარიის უფროსის მოვალეობები:

ა) აწარმოებს შემოსული და გასული კორესპონდენციის  რეგისტრაციას, უზრუნველყოფს კოლეჯის  დოკუმენტაციის  მიმოსვლას  და   სისტემატიზაციას;

ბ) უზრუნველყოფს  დოკუმენტაციის   გაგზავნას   ფოსტის  ან/და   კურიერის   მეშვეობით;

გ) ახორციელებს  კოლეჯის დირექტორის ბრძანებების რეგისტრაციას და  კოლეჯის თანამშრომლებამდე   დაყვანას;

დ) ამზადებს  კოლეჯის დირექტორის  ბრძანების  პროექტებს  თანამშრომელთა  დანიშვნის, სამსახურიდან  გათავისუფლების, დისციპლინური  პასუხისმგებლობის  დაკისრების, წახალისების, შვებულებისა  და  მივლინების  შესახებ;

ე) კოლეჯის დირექტორის დავალებით  ამზადებს  პასუხებს კოლეჯში  შემოსულ  წერილებსა  და  განცხადებებზე, გასცემს ცნობებს, არეგისტრირებს ოქმებს.

ვ) ხელმძღვანელობს  არქივს;

ზ) საჭიროების   შემთხვევაში  ადგენს  კოლეჯის  დირექტორის სამუშაო  შეხვედრების  და  თათბირების   ოქმებს;

თ) უზრუნველყოფს  საკადრო  საკითხებთან  დაკავშირებული  დოკუმენტაციის  შედგენას, წარმოებასა და  შენახვას, კოლეჯის  პერსონალის  პირადი  საქმეების  ფორმირებას,  ხელშეკრულებების  მომზადებას, გაფორმებას   და   რეგისტრაციას;

ი) აღრიცხავს  კოლეჯის  დირექტორის  დავალებებს  და  კონტროლს  უწევს  დადგენილ  ვადებში  მათ   შესრულებას;

8.7. კოლეჯის კანცელარიის უფროს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  დირექტორი ბრძანებით.

8.8. არქივის ფუნქციებია:

ა)   დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაცვის უზრუნველყოფა;

ბ)   არქივში დაცული დოკუმენტების გამოყენება;

გ) კოლეჯის სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან დოკუმენტების მოწესრიგებული სახით მიღება;

დ)  კოლეჯის სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის შემთხვევაში საჭირო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა.

ე) დაწესებულებებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის საინფორმაციო მომსახურებისათვის ორგანიზაციის გაწევა, დოკუმენტების გამოყენების აღრიცხვა და ანალიზი.

ვ) არქივი ივსება ხანგრძლივად შესანახი (ატესტატი, დიპლომი, პირადობის მოწმობა და სხვა), აგრეთვე პირადი საქმეებით.

 

მუხლი 9.ბუღალტერი

9.1. კოლეჯის  ბუღალტერი

ა) ამზადებს მიღება-ჩაბარებისა და ურთიერთშედარების აქტებს;

ბ) უზრუნველყოფს  სამეურნეო ოპერაციების დროულ გაფორმებას;

გ) უზრუნველყოფს პირველადი დოკუმენტების მიღებას, გადამოწმებას, ანგარიშსწორების უზრუნველყოფასა და აღრიცხვას;

დ) ახორციელებს ხელფასების გაანგარიშებას, სახელფასო უწყისების მომზადებას;

ე) უზრუნველყოფს მივლინების გაანგარიშებას, ვალდებულების დოკუმენტებისა და      საგადახდო მოთხოვნების მომზადებას;

ვ) ახორციელებს  ბანკთან ურთიერთობას;

ზ) ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას. ძირითადი საშუალებების ცვეთის დარიცხვას. ინვენტარიცაზიის ჩატარებაში მონაწილეობას;

თ) ადგენს ჟურნალ-ორდერული უწყისებს,  ყოველწლიურ ბალანსს;

ი) ახორციელებს ყოველკვარტალური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის წარმოებას კოლეჯის მიმდინარე პროექტების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ;

კ) ახორციელებს საგადასახადო დეპარტმენტთან ვალდებულებით განსაზღვრულ ურთიერთობას და ანგარიშგებას დადგენილ ვადებსა და პირობებში;

ლ)მონაწილეობს ინვენტარიზაციის პროცესში. წარუდგენს დირექტორს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებს დასამტკიცებლად.

9.2.კოლეჯის  ბუღალტერს  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს   დირექტორი ბრძანებით.

მუხლი 10. ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის  ჩათვლით 10:00 საათიდან 18:30 საათამდე, შესვენება 14:00 საათიდან 14:30 საათამდე. ხოლო შაბათს  10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შესვენება 12:30 საათიდან 13:00 საათამდე.

10.1. კოლეჯის სასწავლო საქმიანობის შეფერხების გარეშე განხორციელებას უზრუნველყოფს  ბიბლიოთეკის  სტრუქტურული  ერთეული,  რომლის  მიზანიცაა კოლეჯის    ყველა სახის პერსონალისა და პროფესიული სტუდენტების უზრუნველყოფა პროგრამების შესაბამისი წიგნადი ფონდით, როგორც ელექტრონული სახის, ასევე ციფრულ მატარებლებზე არსებული რესურსებით.

10.2.ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკარი, რომელიც

ა) წარმართავს ბიბლიოთეკის საქმიანობას;

ბ)  პასუხს აგებს  ბიბლიოთეკის ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე;

გ) ატარებს სათანადო ღონისძიებებს   ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის,  საბიბლიოთეკო  ფონდების  დაცვის, მკითხველთათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;

დ)უზრუნველყოფს      მკითხველთა      მომსახურებას      ბიბლიოთეკის      ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით და სხვადასახვა სახის ინფორმაციით;

ე) უზრუნველყოფს მსურველთათვის სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ მკითხველის ფორმულარების გახსნას;

ვ)  იღებს  წიგნებს,  უზრუნველყოფს  მათ  დამუშავებას  საბიბლიოთეკო საერთაშორისო სტანდარტებით;

ზ) უზრუნველყოფს წიგნების აღრიცხვას ელექტრონულ და ქაღალდის კატალოგებში;

თ)   უზრუნველყოფს   კოლეჯის      მიერ   გამოწერილი   პერიოდიკის   დამუშავებასა   და აღრიცხვას;

ი) უზრუნველყოფს  კოლეჯის   ბიბლიოთეკის  დარბაზში სათანადო წესრიგის დაცვას.

10.3. ბიბლიოთეკარს   თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

 

მუხლი 11. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები

11.1.  ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება აქვთ ბიბლიოთეკაში გაწევრიანებულ პირებს.

11.2. ბიბლიოთეკაში გაწევრიანების უფლება აქვთ კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს, კოლეჯის

ადმინისტრაციულ,  სასწავლო და დამხმარე პერსონალს;

11.3. კოლეჯის პროფესიული სტუდენტების ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება კოლეჯში სწავლის პერიოდში ერთხელ. პროფესიული სტუდენტი, რომელიც ერთხელ გაწევრიანდება სწავლების პერიოდში, რჩება ბიბლიოთეკის წევრად სწავლების მთელი პერიოდისათვის. პროფესიული სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა.

11.4. კოლეჯის  ადმინისტრაციული, სასწავლო და დამხმარე პერსონალის   ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება მათ მიერ შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში. კოლეჯის პერსონალისათვის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა.

11.5. წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარი, გამონაკლისის გარეშე, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით პროფესიულ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მხოლოდ სამკითხველო დარბაზში, ან ქსეროქსზე გადაიღოს მისთვის საჭირო ადგილები, თუ მთელი წიგნი. პროფესიულ სტუდენტს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში მოიპოვება რამდენიმე ეგზემპლარის სახით.

11.6. ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა ხუთი დღის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ მკითხველი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას. თუ მკითხველს წიგნი კვლავაც სჭირდება, მას შეუძლია ის ხელახლა გაიტანოს (ისევ ხუთი დღის ვადით), იმ შემთხვევაში, თუ კი წიგნზე არ შემოსულა სხვა განაცხადი. წიგნის გატანის ვადის გახანგრძლივება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

თუ წიგნის დაბრუნება ბიბლიოთეკაში არ მოხდა საჭირო დროს, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ბიბლიოთეკას დროულად არ დაბრუნების მიზეზი. მიზეზის არასაპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში  წიგნის გამტანი ვალდებულია დააბრუნოს წიგნი ორი დღის ვადაში, ორი დღის გადაცილების შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე მკითხველი გადაიხდის  ჯარიმას სამი ლარის ოდენობით.

11.7. წიგნის ან გატანილი მასალის დაკარგვის ან ისეთი დოზით დაზიანების შემთხვევაში, როდესაც მისი გამოყენება შეუძლებელია, წიგნის გამტანი ვალდებულია 2 დღის ვადაში ბიბლიოთეკაში მოიტანოს იგივე სახის წიგნი ან აანაზღაუროს  გატანილი წიგნის/მასალის საფასურის ორმაგი ოდენობა  კოლეჯის  ფინანსურ სამსახურში ანგარიშწორებით.

11.8. ბიბლიოთეკის გამგეს შეუძლია მოითხოვოს წიგნის ან ბიბლიოთეკიდან გატანილი რომელიმე სხვა ნივთის (დისკის, ვიდეო-კასეტის) ვადაზე ადრე დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია წიგნი დააბრუნოს შეტყობინებიდან ერთი დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მკითხველი ჯარიმდება და გადაიხდის ჯარიმას – ყოველი გადაცდენილი დღისათვის – 3 ლარის ოდენობით. ბიბლიოთეკის თანამშრომელს აქვს უფლება განსაკუთრებულ შემთხვევებში, კოლეჯის დირექტორის თანხმობით აკრძალოს ან შეცვალოს ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის წესი, ან არ გაატანოს წიგნი იმ პირებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან წიგნის დაგვიანებით დაბრუნებაში.

 

მუხლი 12. ბიბლიოთეკაში ქცევის წესები

ბიბლიოთეკით მოსარგებლე ვალდებულია:

ა) წიგნი სარგებლობის შემდეგ თვითნებურად არ  დადოს თაროზე, ბიბლიოთეკის თანამშრომელი თვითონ დააბრუნებს მას ადგილზე;

ბ) წიგნის შენახვის სურვილის შემთხვევაში თხოვნით მიმართოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს;

დაუშვებელია:

ა) სადილობა ბიბლიოთეკაში; ნებადართულია მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყლის ქონა.

ბიბლიოთეკაში სასტიკად აკრძალულია:

ა) მოწევა;

ბ) ხმაური და საუბარი;

გ) მობილური ტელეფონების გამოყენება;

დ) წიგნის არასწორად დადება, მისი დამალვის, ანუ სხვა პროფესიულ სტუდენტისათვის წიგნის გამოყენების ხელის შეშლის მიზნით;

ე) წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობა, დაზიანება, დაფხაჭნა, ფურცლების ამოგლეჯა.

აღნიშნული წესებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბიბლიოთეკა უფლებამოსილია დაუწესოს ბიბლიოთეკით სარგებლობის შეზღუდვა ასეთ მომხმარებელს და დააკისროს ჯარიმა, რომელსაც მომხმარებელი გადაიხდის კოლეჯის ადმინისტრაციის მიერ დაგენილი ტარიფის შესაბამისად (ტარიფი განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რა შედეგი მოჰყვა მომხმარებლის მიერ ზემოთ აღნიშნული წესების დარღვევას).

 

მუხლი 13. სამეურნეო  სამსახური

13.1. წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის სამეურნეო მომასახურებას კოლეჯთან ერთად ხელშეკრულების საფუველზე ახორციელებს შპს “ყაზბეგი-47”-ის სამეურნეო სამსახური.

სამეურნეო სამსახურის ფუნქციებია:

13.2.  კოლეჯის შენობისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დაცვა.

13.3. კოლეჯის შენობის მოვლა-პატრონობა, დასუფთავება, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და კოლეჯთან ერთად მიმდინარე რემონტების (განათება, გათბობა, წყალგაყვანილობა, ლიფტი და სხვა) ჩატარება.

13.4. უზრუნველყოფს კოლეჯის შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობას და დაცვას 24 სთ. სამუშაო რეჟიმში.

 

მუხლი 14. სამეურნეო სამსახურის უფროსი

14.1 უშუალოდ ხელმძღვანელობს  დაწესებულების მთელ სამეურნეო საქმიანობას;

14.2. პასუხისმგებელია მატერიალურ-ტექნიკური  ბაზის დაცვასა და მოვლა-პატრონობაზე;

14.3. ევალება დაწესებულების ყველა სტრუქტურული ერთეულის, პერსონალის უზრუნველყოფა საჭირო ინვენტარით;

14.4. პასუხისმგებელია აუდიტორიების, კაბინეტ-ლაბორატორიების, სამედიცინო პუნქტის, სასწავლო-ბაზების , სასადილოს და სხვა ობიეტების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე;

14.5. თვალყურს ადევნებს  მშენებლობას, კაპიტალურ და მიმდინარე რემონტებს.

14.6. აკონტროლებს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების, დამხმარე პერსონალის (დაცვის თანამშრომლები, ელექტრიკოსი, დამლაგებლები და სხვ.) მუშაობა, უზრუნველყოს მათი მოვალეობების დროული და ხარისხიანი შესრულება.

14.7. სამეურნეო სამსახურის  უფროსი ანგარიშვალადებულია   დირექტორის მოადგილის წინაშე.

14.8.სამეურნეო სამსახურის  უფროსს  ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

 

მუხლი 15. ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი;

15.1.ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) კოლეჯის  საერთო კომპიუტერული ქსელის შექმნა, მისი მართვა და სისტემატური განახლება-გაფართოება, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ახალი მომხმარებლების ჩართვისათვის საჭირო სამონტაჟო და პროგრამული სამუშაოების ჩატარება;

გ) კოლეჯის ოფიციალური ვებ-გვერდის მუდმივი ოპერატიული განახლება;

ვ) კოლეჯის კომპიუტერული ტექნიკისათვის სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, პროგრამული დარღვევების აღმოფხვრა, ვირუსებისაგან გაწმენდა. კომპიუტერული ტექნიკის მოდერნიზაცია და რემონტი;

თ) პრეზენტაციებისათვის შესაბამისი აპარატურისა და ელექტრონული მასალის მომზადებაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისათვის დახმარების გაწევა;

15.2.  ანგარიშვალდებული კოლეჯის დირექტორის  წინაშე;

15.3.  ასრულებს   კოლეჯის დირექტორის სხვა დავალებებს.

 

მუხლი 16. ექთანი

16.1.  კოლეჯის   პირველად სამედიცინო   პუნქტს   ხელმძღვანელობს ექთანი,  რომელიც

ა)საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს კოლეჯის  პროფესიულ სტუდენტებს და პერსონალს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობით;

ბ)ახორციელებს ზედამხედველობას კოლეჯში  ჯანმრთელობისათვის  უსაფრთხო სამუშაო და სასწავლო გარემოს არსებობაზე;

გ) შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, უარი განაცხადოს  კონკრეტული პროფესიული  სტუდენტის  პრაქტიკის ობიექტზე გასაშვებად, თუ ეს წინააღმდეგ ნაჩვენებია ან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას.

დ)პროფესიულ  სტუდენტთა და პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით  საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია  გადაამოწმოს პროფესიული სტუდენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და მიიღოს  გადაწყვეტილება მისი საკონტაქტო საათებიდან დროებით დათხოვნის   მიზანშეწონილობის/აუცილებლობის შესახებ;

ე)კონტროლზე აჰყავს განსაკუთრებული ან/და სპეციალური საგანმანათლებლო   საჭიროების მქონე  პროფესიული  სტუდენტთათვის ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნის   საკითხი;

16.2.ექთანს  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

 

 

 

მუხლი 17. სამედიცინო დახმარების  აღმოჩენის მექანიზმები

17.1. კოლეჯის  პროფესიულ სტუდენტებს  და თანამშრომლებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მიმართონ ექთანს მიიღონ შესაბამისი კონსულტაცია  ან  სამედიცინო დახმარება.

17.2.თუ პროფესიული სტუდენტი ან კოლეჯის  თანამშრომელი ვერ ახერხებს ექთანთან  დამოუკიდებლად მისვლას, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექთანს, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურს, რომლებიც ვალდებულნი არიან მიიყვანონ ეს პიროვნება სამედიცინო პუნქტთან.

17.3.თუ კოლეჯის სტუდენტის ან თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე ეჭვქვეშ დგება მისი გადაადგილების უსაფრთხოება, კოლეჯში მყოფ ნებისმიერ პირს უფლება აქვს აცნობოს ექთანს  და სთხოვოს მას ავადმყოფის ადგილზე გასინჯვა. ექთანს  ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს თხოვნა.

17.4.აუცილებლობის შემთხვევაში ექთანმა დაუყოვნებლივ უნდა დარეკოს 112 -ზე და გამოიძახოს სასწრაფო დახმარება.

17.5.სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახებისას, ექთანმა ოპერატორს უნდა მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია, კერძოდ:

  • საკუთარი ტელეფონის ნომერი;
  • აკადემიის მისამართი;
  • რა  შემთხვევასთან გვაქვს საქმე რამდენად სერიოზულია ის;
  • დაზარალებულთა რაოდენობა, სქესი, ასაკი და ზოგადი მდგომარეობა;
  • ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაცა.

17.6.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებისას  ექთანი  ვალდებულია პირველმა არ დაკიდოს ყურმილი, ვინაიდან შეიძლება ოპერატორმა დასვას დამატებითი შეკითხვები.

17.7.ექთანს თავისი ფუნქციების ეფექტურად შესრულების მიზნით,  გამოყოფილი აქვს სათანადო ინვენტარითა და მედიკამენტებით აღჭურვილი ოთახი. ოთახში არის ყველა საჭირო ინვენტარი.

მუხლი 18. დამლაგებელი

18.1. დირექტორი უფლებამოსილია შექმნას დაწესებულების საქმიანობისათვის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები .

18.2.დამლაგებელი – პასუხისმგებელია ცენტრის შიდა პერიმეტრის სანიტარულ–ჰიგიენურ მდგომარეობაზე.

18.3.დამლაგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

 

მუხლი 19.დასკვნითი დებულებები

19.1. კოლეჯის დებულების მიღება ხორციელდება  დირექტორის მიერ    ბრძანების გამოცემის გზით.

19.2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, აგრეთვე დებულების    გაუქმება, ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის   დაცვით.