აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

სრულად »

 

მმართველობითი საბჭოს დებულება

მმართველობითი საბჭოს დებულება

თავი1. ზოგადი დებულება

  1. მმართველობითი საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომლის წევრები არიან: ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელები;
  2. 2. მმართველობითი საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულებისა და კოლეჯის შინაგანაწესის შესაბამისად.
  3. მმართველობითი საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით.
  4. 4. ადმინისტრაციულ საბჭოს ხელმძღვანელობს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი.
  5. მმართველობითი საბჭო განიხილავს საბჭოს სხდომებზე სასწავლო საქმიანობის  ძირითად საკითხებს.

თავი 2. მმართველობითი საბჭოს უფლებამოსილებები

  1. მმართველობითი საბჭო ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) იხილავს და  რეკომენდაციას აძლევს დირექტორს კოლეჯის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულებისა და შეცვლის თაობაზე;

ბ) განიხილავს  კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს,  სასწავლო  პროგრამების კურსებს (სილაბუსებს)ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ პროგრამებს (მოდულურ პროგრამებს) და დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის დირექტორს;

გ) განსაზღვრავს პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები პროფესიული სტუდენტების მაქსიმალურ რაოდენობას და დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის დირექტორს;

დ) მობილობის წესით სტუდენტების მისაღებად საგანმანათლებლო პროგრამაზე განსაზღვრავს ადგილების რაოდენობას  და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს.

ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად ახორციელებს კოლეჯიში სასწავლო პროცესის შეფასების თაობაზე გამოკითხვის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას,  როგორიცაა  გამოკითხვის  ფორმების  შემუშავება,  გამოკითხვის  ჩატარების დღის განსაზღვრა და ა.შ;

ვ) ახდენს წინამდებარე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების გაანალიზებას და შემდგომი სტრატეგიების დაგეგმვას გამოკითხვის შედეგების შესაბამისად;

ზ) იხილავს კოლეჯის მისიას და რეკომენდაციას აძლევს  დირექტორს;

თ)  დირექტორის  დავალების  საფუძველზე,  ახორციელებს  სხვა  უფლებამოსილებას, რომელიც დაკავშირებულია კოლეჯის სასწავლო პროცესის სრულყოფასთან.

  1. მმართველობითი საბჭო პასუხისმგებელია დირექტორის წინაშე.
  2. მმართველობითი საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ. მმართველობითი საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს მმართველობითი საბჭოს მდივანი.
  3. მმართველობითი საბჭოს მდივანი კოლეჯის დირექტორთან შეთანხმებით ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს მმართველობითი საბჭოს წევრებს.
  4. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
  5. მმართველობითი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მმართველობითი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
  6. მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მმართველობითი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. მმართველობითი საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. კენჭისყრა არის ღია. მმართველობითი საბჭოს წევრს არა აქვს ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება.
  7. მმართველობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს ამმართველობითი საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
  8. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე.
  9. 10. მმართველობითი საბჭო მოქმედებს ამ დებულების, კოლეჯის შინაგანაწესისა და დაწესებულების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

თავი 3.  დასკვნითი დებულებები.

  1. მმართველობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია უფლებამოსილების ვადის ამოწურვა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/მოშლა ან/და დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილება.
  2. მმართველობითი საბჭოს დებულებაში ცვლილებების ან/და დამატების შეტანა ხდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით.