აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

სრულად »

 

სასწავლო პროცესის შეფასების დებულება

 ზოგადი დებულება, დებულების  მოქმედების სფერო

    • სასწავლო პროცესის შეფასების დებულება შემუშავებულია „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

  • დებულების მიზანია წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივ კოლეჯში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ განხორციელებაში მონაწილე პერსონალის შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან, კოლეჯის მისიასა და მიზნებთან, ასევე საზოგადოების მოთხოვნებთან.
  • სასწავლო პროცესის შეფასების დებულების დანიშნულებაა სასწავლო პროცესის შეფასების მეთოდური და შინაარსობრივი საფუძვლის შექმნა.
  • დებულება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის წარმართვის ხარისხის ქვეყნის კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას, სტუდენტთა ცოდნის შეფასებაში ობიექტურობისა და გამჭირვალეობის პრინციპის არსებობის შენარჩუნებას.
  • დებულება უზრუნველყოფს სასწავლო მუშაობის შეფასების სისტემატურ ხასიათს, შეფასების პროცესში სტუდენტების მონაწილეობას და მიღებული შედეგების საჯაროობას.
  • საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შიდა შეფასება წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ხარისხის უზუნველყოფის მექანიზმია და მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

  1. სასწავლო პროცესის შეფასების კომპონენტები
    • სასწავლო პროცესის შეფასებისას გამოიყოფა კომპონენტთა ჯგუფი, რომელთა ხარისხობრივი მაჩვენებლები, გარკვეული კრიტერიუმების გამოყენებით, ობიექტურად უნდა იქნას შეფასებული და მიზანდასახულად მართული. აღნიშნულ კომპონენტებს წარმოადგენს:
  • საგანმანათლებლო პროგრამები;
  • სასწავლო მასალები;
  • სწავლების მეთოდები;
  • სასწავლო პროცესის მართვა და მონიტორინგი.

 

  • შეფასებას დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფები და პერსონალი
    • დებულების თანახმად, შეფასებას ექვემდებარება:
  • კოლეჯის ძირითადი სტრუქტურული ერთეულები;
  • სასწავლო პროცესში დასაქმებული პერსონალი;
  • კოლეჯში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები.

 

  1. შეფასების სახეები და მეთოდები
    • სასწავლო პროცესის შეფასების დებულების შესაბამისად, დადგენილ შეფასებას დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეული და პერსონალი ვალდებულია მოახდინოს თვითშეფასება, მუშაობის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრის მიზნით.
    • წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს სტრუქტურული ერთეულებისა და პერსონალის, აგრეთვე პროგრამების შეფასებას, რისთვისაც გამოიყენებს სტუდენტთა აკადემიური მოსწრების, სააუდიტორიო მეცადინეობებზე დასწრების ანალიზს, ახდენს სტუდენტებისა და დამსაქმებლის მიერ აკადემიური პერსონალისა და საგანმანთლებლო პროგრამების ეფექტურობის შეფასებას.
    • თვითშეფასების ჩატარების შემდეგ, სრუქტურული ერთეული მოვალეა სასწავლო-მეთოდურ საბჭოს წარუდგინოს ანგარიში ყოველწლიურად გაწეული სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

 

  1. შეფასების მექანიზმები
    • წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებისათვის, შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ფორმასა და კრიტერიუმებს; ამ კრიტერიუმების შესაბამისად, ყოველწლიურად განხორციელდება პროგრამის შეფასება, შემუშავდება საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფის, მოდიფიცირებისა და განახლების თაობაზე შესაბამისი რეკომენდაციები.
    • კოლეჯი უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის (საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების) და სასწავლო პროცესში ჩართული პერსონალის ყოველწლიურ შეფასებასა და მონიტორინგს.
  • აკადემიური პერსონალის მიერ წარმართულ ლექცია-სემინარებზე ურთიერთდასწრებით.
  • სტუდენტთა გამოკითხვის კითხვარის შემუშავებითა და ყოველწლიურად გამოკითხვის ორგანიზებით.
  • სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვითა და უცხოური პრაქტიკის შესწავლის-ხელშეწყობით.

 

 

  1. შემფასებლის განსაზღვრა
    • შემფასებელი არ უნდა იყოს შესაფასებელი პროგრამის მონაწილე, უნდა იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი, უნდა გააჩნდეს როგორც ზოგადი ცოდნა, ისე შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციები.
    • საგანმანათლებლო პროგრამის შიდა შეფასებას ახდენს კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სპეციალურად გამოყოფილი ან მოწვეული შემფასებლის (ექსპერტის) მეშვეობით;
    • შემფასებლის მუშაობის შედეგები განიხილება მიმართულების სხდომაზე.
    • შეფასების ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია სტუდენტთა ჩართულობა შეფასების პროცესში, რისთვისაც გამოიყენება სტუდენტთა გამოკითხვის კითხვარი.
    • სტუდენტთა გამოკითხვის ორგანიზებისათვის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს შემუშავებული აქვს კრიტერიუმები და პროცედურები. სტუდენტის გამოკითხვა ხორციელდება ყოველი სასწავლო წლის ბოლოს. გამოკითხვა ანონიმურია და აუცილებელია კონფიდენციალობის დაცვა. გამოკითხვის შედეგად ხდება შედეგების ანალიზი, მათი საჯაროდ გამოქვეყნება და რეკომენდაციების წარდგენა.

 

  • სასწავლო პროცესის შეფასების შედეგები
    • სასწავლო პროცესის შეფასება უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად. სასწავლო პროცესის შემოწმებას ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
    • სასწავლო პროცესის შეფასების შედეგები, საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, მიმართულებების სხდომებზე განხილვის შემდეგ, გადაეცემა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს რეკომენდაციებისა და გადაწვეტილებების მისაღებად.
    • კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის რეკომენდაციებს ამტკიცებს სასწავლო-მეთოდური საბჭო.