აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

სრულად »

 

წესდება

                                                               წმიდა ილია მართლის სახელობის

თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის

წესდება

 

მუხლი 1.    ზოგადი დებულებები.

 

  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი (ს/კ 404 903 565) წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს.
  • სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, იყენებს უფლებებს და ასრულებს თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებს, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები საქართველოს და უცხოეთის ბანკებში, ბეჭედი თავისი დასახელებით, ემბლემა, სასაქონლო ნიშანი, დაწესებული ნიმუშის საფირმო ბლანკები.
  • საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება არის წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი.
  • საწარმოს სამართლებრივი ფორმა-შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
  • საწარმოს იურიდიული მისამართი: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი №48
  • საწარმოს პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.

 

მუხლი 2.   

კოლეჯის მისია.

  1. შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადება;
  2. მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით;
  3. პირის პროფესიული განვითარების,  დასაქმების, მათ შორის, საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების ხელშეწყობა;
  4. საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა;

 

მისია განსაზღვრავს ძირითად ღირებულებებს, რომელთაც ეყრდნობა საზოგადოებრივი კოლეჯის საქმიანობა:  სწავლისა და სწავლების პროცესის  ღიაობა, მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება, თავისუფლება, გამჭვირვალობა, სამართლიანობა და მაღალი            პასუხისმგებლობა;

 

მუხლი 3.       კოლეჯის ამოცანები.

 

  1. თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზება, საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სწავლების ამოქმედება.
  2. საერთაშორისო შრომით ბაზარზე კოლეჯის კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა.
  3. პარტნიორულიურთიერთობების დამყარება და განმტკიცება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ბიზნეს სტრუქტურებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
  4. კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება.
  5. სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება.
  6. ორიენტაცია პროფესიონალიზმზე.
  7. ორიენტაცია შედეგებზე და მათ თვალსაჩინო გამოვლენაზე.
  8. გამჭირვალობა.
  9. საჯარო კონტროლი და ანგარიშვალდებულება.

 

მუხლი 4.         საქმის წარმოების ენა

კოლეჯში სამუშაო და საქმის წარმოების ენაა  ქართული.

 

მუხლი 5.  საზოგადოების დამფუძნებლები.

5.1. რეგისტრაციის მომენტისათვის საზოგადოება შედგება 1 (ერთი) წევრისაგან:

ნავოლის ქობულია

დაბადების თარიღი:  1934 წ. 1 ოქტომბერი.

საცხოვრებელი ადგილი: ქ.თბილისი, გორგასლის კორპ. 2;  ბ. 26.

პროფესია:  ექიმი, იურისტი.

პ/№  01015011623

 

5.2. მისი წილი საზოგადოების საწესდებო კაპიტალში განისაზღვრება:

  1. ნავოლის ქობულია– 100%-ით.

 

მუხლი 6.    კოლეჯის უფლებები

6.1.  კოლეჯი იღებს წესდებას, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები, განსაზღვრავს  ორგანიზაციულ და სასწავლო სტრუქტურას,  მათ სტატუსს, ქმნის და აუქმებს სპეციალობებს, განსაზღვრავს  სწავლების ფორმებსა და პრიორიტეტებს.

6.2. კოლეჯი საწესდებო მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, განსაზღვრავს    თავისი საქმიანობის მიმართულებებს, ეფექტური ფუნქციონირების მექანიზმს; დამოუკიდებლად განაგებს საკუთარ ფინანსურ სახსრებს, ადგენს კოლეჯის პედაგოგთა და მოწვეულ თანამშრომელთა სარგოებს – ხელფასის განაკვეთებს, ფინანსური და მატერიალური დაინტერესების  პირობებს, როგორც სრულ, საშუალო განაკვეთზე, ისე შეთავსებით,  იწვევს პროფესიულ მასწავლებლებს, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს.

 

მუხლი 7.    მესაკუთრის  უფლებები და მოვალეობები.

 

საზოგადოების მესაკუთრეს გააჩნია შემდეგი უფლებები:

ა) მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების მართვაში;

ბ) კონტროლი გაუწიოს საზოგადოების ხელმძღვანელობას;

დ) საზოგადოების მოგებიდან მიიღოს კუთვნილი წილი;

ე) პირადად  გაეცნოს საზოგადოების საქმეებს;

ვ) საკუთარი სახელით წარადგინოს სარჩელი;

ზ)შეუზღუდავად გაასხვისოს ან დატვირთოს (დააგიროვს) მის საკუთრებაში არსებული წილი საზოგადოების კაპიტალში.

 

მუხლი 8.    კოლეჯის მართვის ორგანოები და სტრუქტურული ერთეულები.

 

ა) კოლეჯს მართავს დირექტორი, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება პროფესიული, საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით;

ბ) გადაწყვეტილებას საკოლეჯო მნიშვნელობის ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს დირექტორი. საკოლეჯო ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი.

 

 

8.1. კოლეჯი უზრუნველყოფს:

ა)  დირექტორის გადაწყვეტილებების,  ანგარიშებისა და ბრძანებების  საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას  დაინტერესებულ პირთათვის;

ბ) პროფესიულ სტუდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად მათი სქესისა, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვა;

გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მონაწილეობას;

დ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა პოტენციური დამსაქმებლების მოთხოვნათა გათვალისწინებას;

ე) საგანმანათლებლო პროცესის დაწესებულების ავტონომიურობის პრინციპის საფუძველზე წარმართვას.

ვ)  კოლეჯის წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ფორმები.

 

8.2. კოლეჯის მართვის ორგანოებია:

ა) დამფუძნებელი-მესაკუთრე;

ბ) კოლეჯის  დირექტორი;

 

8.3. კოლეჯის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მმართველობითი საბჭო;

ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

გ) სასწავლო პროცესის მართვის სამსახური;

დ) საფინანსო სამსახური;

ე) კანცელარია

 

 

მუხლი 9.    დამფუძნებელი-მესაკუთრე

 

  • კოლეჯის მართვის უმაღლესი ორგანოა დამფუძნებელი-მესაკუთრე;
  • დამფუძნებელი-მესაკუთრე ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორს;

 

 

მუხლი 10.     კოლეჯის დირექტორი

10.1. დირექტორი არის  კოლეჯის უმაღლესი  თანამდებობის   პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საზოგადოების დამფუძნებელი.

10.2. დირექტორი წარმოადგენს კოლეჯს ქვეყნის შიგნით და გარეთ.  უფლებამოსილია, კოლეჯის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები.  დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

10.3. დირექტორი ახორციელებს  კოლეჯის მართვას;

10.4. შეიმუშავებს და ამტკიცებს  კოლეჯის სტრუქტურას;

10.5. ახორციელებს კოლეჯის შინაგანაწესის და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს;

10.6. ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის თანამშრომლებს, ანაწილებს მათ შორის ფუნქციებსა და მოვალეობებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

10.7. უზრუნველყოფს კოლეჯის მასწავლებლებთან და სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებას და შესრულებას, უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით გაატაროს დისციპლინარული ხასიათის ღონისძიებები, შეწყვიტოს მათთან შრომითი ხელშეკრულება;

10.8. ამტკიცებს კოლეჯის ბეჭედს, მისიას, გრძელვადიან და მოკლევადიან სტრატეგიულ გეგმას, დებულებას, სტრუქტურას, შინაგანაწესს, სატიტულო ფურცელს, სასწავლო პროცესის მართვის მარეგულირებელ წესს და სხვა შიდა სამართლებრივ აქტებს;

10.9. ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა[1] და  სასერტიფიკატო პროგრამებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით;

10.10. ამტკიცებს შიდა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობას და განუსაზღვრავს უფლება-მავალეობებს;

10.11. უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალებისა და ნედლეულის შეძენას.

10.12. ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით;

10.13. გამოსცემს ბრძანებებს პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; დებს ხელშეკრულებებს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან;

10.14. განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას.

10.15. ამტკიცებს კრედიტების აღიარებისა და არაფორმალური განათლების აღიარების წესებს.

10.16. უფლებამოსილების ფარგლებში დაწესებულების მართვისათვის საჭირო საქმიანობის განსახორციელებლად გამოსცემს სხვადასხვა ბრძანებებს, მათ შორის მმართველობითი საბჭოს წევრთა მიერ წარდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების საფუძველზე;

10.17. გასცემს მინდობილობებს;

10.18. გამოსცემს ბრძანებებს კოლეჯის სხვადასხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით;

10.19. კოლეჯის დირექტორს აქვს კანონით განსაზღვრული შეუზღუდავი წარმომადგენლობითი უფლება მესამე პირთან.

10.20. ახორციელებს კოლეჯის ბიუჯეტის კონტროლს და განკარგავს მას დამფუძნებელთან-მესაკუთრესთან შეთანხმებით;

10.21. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და კოლეჯის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

10.22. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს  დირექტორის ბრძანების საფუძველზე დანიშნული პირი.

10.23. კოლეჯის დირექტორი ანგარიშვალდებულია მესაკუთრის წინაშე.

 

მუხლი 11.     საბუღალტრო აღრიცხის წარმოება და ანგარიშგება.

11.1. საბუღალტრო საქმიანობა და აღრიცხვა კოლეჯში წარმოებს საქართველოში მოქმედი საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების კანონმდებლობის შესაბამისად.

11.2. სამეურნეო წელი იწყება ყოველი  ახალი წლის დასაწყისში.

11.3. სამეურნეო წლის პირველ ორ თვეში დგება გასული სამეურნეო წლის ბალანსი, ანგარიში მოგება-ზარალის შესახებ /წლიური ანგარიში/, ასევე წლიური ანგარიში და დასკვნითი ანგარიში.

 

მუხლი 12.    საზოგადოების ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

12.1. საზოგადოების ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია შესაძლებელია მესაკუთრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

12.2.სუბიექტის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია ხორციელდება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილი წესით.

მუხლი 13.    დასკვნითი დებულებები.

13.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან.

13.2. თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

13.3.     ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

 

__________________________                                    /________________________/                       (მესაკუთრის სახელი, გვარი)                                                                                  (ხელმოწერა)

 

[1] პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით. პროგრამა აერთიანებს პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო სასწავლო კურსებს/მოდულებს. პროგრამით განისაზღვრება პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში, სწავლების მეთოდებიდა შეფასებისფორმები;