აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

სრულად »

 

ჩვენს შესახებ

nino asatiani0001

წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი დაფუძნდა 2011 წელს, წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის ეროვნული უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც 1991 წლიდან წარმატებულად მოღვაწეობს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. საგანმანათლებლო დაწესებულება მთელი თავისი არსებობის მანძილზე ორიენტირებული იყო და არის შრომის ბაზარზე ცალკეულ სპეციალობებზე არსებულ მოთხოვნაზე.

კოლეჯის მიზანია შეიტანოს წვლილი ქვეყნის განვითარებისათვის საჭირო კვალიფიციური, პროფესიული კადრების მომზადებაში, გამოუმუშაოს სტუდენტებს პროფესიული უნარჩვევები, რაც დაეხმარება მათ დასახული მიზნების მიღწევაში. ამ მიზნების განხორციელებისათვის კოლეჯი ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ საგანმანათლებლო პოლიტიკას და მტკიცედ იცავს ავტორიზაციის დებულებით მოთხოვნილ სტანდარტებს. კოლეჯი იღებს ვალდებულებას შეასრულოს მის წინაშე დასახული ამოცანები:უზრუნველყოს სასწავლო პროცესის წარმატებით ორგანიზება;

უზრუნველყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონე; ჩამოაყალიბოს და მტკიცედ დაიცვას შეფასების სისტემის მოთხოვნები და სრულყოს მისი მექანიზმები; საგანმანათლებლო პროგრამები შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და შესაბამისობაში იყოს ახალ სტანდარტებთან;

პერიოდულად მოახდინოს საგანმანათლებლო პროცესების საინფორმაციო და მატერიალურტექნიკური ბაზის სრულყოფა; საგანმანათლებლო პროგრამებს უძღვებიან შესაბამისი სპეციალობის კვალიფიკაციის პროფესიული მასწავლებლები

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.