აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

სრულად »

 

კოლეჯის 2017 – 2018 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა

წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი
კოლეჯის 2017 – 2018 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმაპროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კოლეჯი იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების შესაბამისი სასწავლო და საგანმანათლებო სტანდარტები.
კოლეჯის მისიაა  უზრუნველყოს აკადემიური და ეთიკური სტანდარტების შესაბამისი განათლების მქონე სპეციალისტების აღზრდა და ახალი თანამედროვე მიღწევების შესაბამისი ცოდნის დანერგვა სხვადასხვა დარგში.
კოლეჯის პროფესიული კვალიფიკაციის სტუდენტთა მოღვაწეობამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს ლიბერალიზაციას, კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას.
კოლეჯის მისიის განსაზღვრას იზიარებენ მისი მართვის ორგანოები, ადმინისტრაცია, პროფესიული მასწავლებლები და პროფესიული სტუდენტები.
კოლეჯის მისია განსაზღრავს მიზანთა ერთობლიობას, ჩამოყალიბებულ მიზნებს, ამოცანებს, მათი განხორციელებისათვის დასახული საქმიანობის პრიორიტეტებს და ეფექტურ სტრატეგიულ გეგმას.

II. კოლეჯის მიზნებია:
სასწავლო პროგრამების განხორციელება მაღალი სტანდარტების შესაბამისად.
უწყვეტი სწავლებისა და განათლების პრინციპების დაცვა.
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციისა და მაღალი ზნეობრივი სტანდარტების პროფესიონალთა მომზადება.
განათლების მაღალი ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა და ცოდნაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა.
საგანმანათლებლო და პროფესიული საქმიანობის კონტროლისა და ხარისხის მართვის ევროპული სისტემის ამოქმედება.

 

III. კოლეჯის ამოცანებია:
თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზება, საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სწავლების ამოქმედება.
პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიულ მასწავლებელთა სასწავლო, სამეცნიერო და საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო მასშტაბით.
საერთაშორისო შრომით ბაზარზე კოლეჯის კურსდამთავრებულთა და პროფესიულ მასწავლებელთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა.
პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და განმტკიცება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ბიზნეს სტრუქტურებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
ადამიანის პიროვნული პოტენციალის განვითარება, სოციალური და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება.
კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება.
პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება.
ორიენტაცია პროფესიონალიზმზე.
ორიენტაცია შედეგებზე და მათ თვალსაჩინო გამოვლენაზე.
გამჭირვალობა.
სასწავლო და სამეცნიერო პროცესების ერთიანობა.
საჯარო კონტროლი და ანგარიშვალდებულება.
საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება-გათვალისწინება.
სახელმწიფოსა და რეალური სექტორის მოთხოვნის პროგნოზირებისა და გათვალისწინების საფუძველზე სპეციალისტთა მომზადება და გადამზადება.
IV. კოლეჯის მისიის, მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად 2017-2018 სასწავლო წელს უნდა განხორციელდეს:
კოლეჯის მომზადება პროფესიულ მოდულურ პროგრამებზე გადასვლისთვის;
პროფესიული განათლების შესახებ კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინსტრუქციათა გათვალისწინებით კოლეჯში მოქმედი ძირითადი წესების მითითებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა:
ავტორიზაციის დებულების შესაბამისად კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამების და მატერიალური რესურსების სრულყოფა:
კოლეჯის ორგანიზაციული სტრუქტურისა და პერსონალის შემადგენლობის ოპტიმიზაცია;
საინფორმაციო ტექნოლოგიების სიხშირის დადგენა და საჭირო ღონისძიებების გატარება;
ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის და ინფორმატიკის კაბინეტის ყოველწლიური განახლების პროგრამის გაზრდა;
საგანმანათლებლო პროგრამებთან ბეჭდური და ელექტრონული ვერსიების შესაბამისობის დაზუსტება და საჭირო ღონისძიებების გატარება;
პერსონალისა და პროფესიულ სტუდენტთა უსაფრთხოებისათვის წესრიგის დაცვის მექანიზმების გააქტიურება, პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის აუცილებელი მედიკამენტების მუდმივი განახლება და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ინვენტარის მუდმივი სრულყოფა;
2017-2018 სასწავლო წლიდან კოლეჯი აქტიურად ჩაერთვება იმ საერთაშორისო პროექტებში, რომელთა პრიორიტეტებია განათლების ინფრასტრუქტურული და პროგრამული განვითარება, სწავლების ხარისხის ამაღლება, საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა და გაზიარება;
2017-2018 სასწავლო წელს სტუდენტთა პოტენციალის გაღრმავების მიზნით, კოლეჯი მჭიდროდ ითანამშრომლებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პროფესიულ სტუდენტებს მისცემს საშუალებას, რომ ამ გზით ჩაერთონ ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტებში, რომელთა მიზანია დინამიურ არაფორმალურ სასწავლო გარემოში საერთაშორისო პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების მიღება;
საწარმოო პრაქტიკის ჩატარების ორგანიზაციის გაუმჯობესება და წარმართვა, რაც ხელს უწყობს კოლეჯმა შეინარჩუნოს კონტაქტები შრომის ბაზართან, რის საფუძველზეც შესაძლებელია საგანმანათლებლო პროგრამის განახლება საზოგადოების სწრაფად ცვალებადი მოთხოვნის შესაბამისად.
კოლეჯის თანამშრომლებისა და პროფესიული სტუდენტების მობილობის ხელშეწყობა;
რესპუბლიკურ და/ან საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა;
სწავლის მიმართ პროფესიული სტუდენტების მოტივაციის ამაღლება;
საგანმანათლებლო პროგრამების შესრულების მონიტორინგი;
პროფესიულ სტუდენტთა მოსწრება-დასწრების ხარისხის მდგომარეობის მონიტორინგი;
კოლეჯის ადმინისტრაციის და მიმართულების ხელმძღვანელების ლექციებისა და პრაქტიკულ მეცადინეობებზე ურთიერთდასწრების ორგანიზება, შედეგების განხილვა, ანალიზი, სათანადო დასკვნების გაკეთება;
გამოცდებისათვის მზადება, კონსულტაციების ორგანიზება, შედეგების განხილვა, სათანადო ანალიზი და დასკვნების გამოტანა;

V. დაგეგმილი სამუშაოების შეფასება
კოლეჯის სამოქმედო გეგმაში, რომელიც სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარეობს, განსაზღვრულია პირველ სასწავლო წელს განსახორციელებელი ღონისძიებები.
შესაძლებელია განხოციელების პროცესში სამოქმედო გეგმამ უმნიშვნელო მოდიფიკაცია განიცადოს, თუმცა მნიშვნელოვანია მისი განხორციელების პროცესის შეფასება.