აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

სრულად »

 

კოლეჯის შინაგანაწესი

წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის
საზოგადოებრივი კოლეჯის შინაგანაწესი 

. თბილისი  2017

ზოგადი დებულებები

წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის წინამდებარე შინაგანაწესი არის ძირითადი აქტი, რომელიც წარმოადგენს კოლეჯის მარეგულირებელ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს კოლეჯის დირექტორსა, დასაქმებულთა და სტუდენტთა შორის ურთიერთობებს.  კოლეჯში დასაქმებული არიან:Lადმინისტრაციული პერსონალი, მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი (შემდგომში თანამშრომლები). კოლეჯს სამართლებრივი ურთიერთობები აქვს პროფესიულ სტუდენტებთან და მათ მშობლებთან/ მეურვეებთან. კოლეჯის თანამშრომელთა შრომის და სტუდენტთა სასწავლო პირობები, ასევე ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდებიან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ან წინამდებარე შინაგანაწესით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 1. შინაგანაწესის მოქმედების სფერო

1.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის  (შემდგომში – კოლეჯი) შინაგანაწესი წარმოადგენს კოლეჯში შრომისა და საგანმანათლებლო პროცესის ძირითად მარეგულირებელ დოკუმენტს.

შინაგანაწესი არეგულირებს:

1.2. შრომით ურთიერთობებს, საგანმანათლებლო პროცესს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს;

1.3.  კოლეჯსა  და  პროფესიულ  სტუდენტს  შორის  ურთიერთობებს, მათ უფლება-მოვალეობებს;

1.4.  კოლეჯში შრომისა და საგანმანათლებლო პროცესში  დისციპლინის დაცვას, სამუშაო და სასწავლო დროის რაციონალურ გამოყენებას;

1.5. პროფესიული სტუდენტების, დასაქმებულებისა და მესამე პირების ურთიერთობებისას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერი ინტერესების გამოხატვასა და დაცვას;

1.6. პროფესიული სტუდენტებისა და დასაქმებულების მიერ ეთიკური ნორმების დაცვას;

1.7. პროფესიული სტუდენტებისა და დასაქმებულებისათვის ჯანსაღი და  უსაფრთხო გარემო პირობების შექმნას;

1.8. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად კოლეჯის ყველა პროფესიული სტუდენტისათვის და კოლეჯში მომუშავე ყველა პირისათვის.

მუხლი 2. შინაგანაწესის იურიდიული საფუძვლები

 

შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის, ,,პროფესიული განათლების შესახებ~@” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის `სამეწარმეო საქმიანობის შესახებ~, პროფესიული განათლების საკითხებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე.

 

მუხლი 3. შრომის ორგანიზაცია. სამუშაო და დასვენების დრო

 

3.1. კოლეჯის ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალისათვის დაწესებულია 5 დღიანი სამუშაო კვირა, 8 საათიანი სამუშაო დღით, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნებისათვის შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებულ იქნას, აგრეთვე, შაბათი.

3.2. პროფესიული სტუდენტის კოლეჯში ყოფნის სავალდებულო დრო განისაზღვრება საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე, კოლეჯის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული განრიგით, რომლითაც განისაზღვრება მეცადინეობისა და შესვენების ხანგრძლივობა.

3.3. დასაქმებულს უფლება აქვს სამუშაო დღის განმავლობაში ისარგებლოს შესვენებით, რისთვისაც ეძლევა შესვენება სამუშაო დღის 14:00 საათიდან 14:30 საათამდე.

3.4.  შესვენება  არ  შედის  სამუშაო  დროში  და  დასაქმებული  მას  იყენებს  თავისი  სურვილის შესაბამისად. დროის ამ შუალედში მას ეძლევა სამუშაო ადგილიდან (კოლეჯის ტერიტორიიდან  ან  ნებისმიერი  სხვა  ადგილიდან,  სადაც  იგი  ვალდებულია  შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობანი) წასვლის უფლება.

3.5.  თუ შესვენების დრო ემთხვევა დასაქმებულის მიერ შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროის (14:00  _  14:30  სთ.) მონაკვეთში  შესასრულებელ  ვალდებულებას,  დასაქმებული უფლებამოსილია უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ისარგებლოს შესვენებით ამ მუხლის 3.3. პუნქტით განსაზღვრული შესვენების დროისგან განსხვავებულ დროს.

3.6. სამუშაო დღის ხანგრძლივობა – 09 სთ. 30 წთ. – 18 სთ. 00 წთ. შესვენების ჩათვლით.

3.7. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების დედებს, მათი სურვილის შემთხვევაში, შეიძლება შეუმცირდეთ სამუშაოს დაწყებისა ან/და დამთავრების  დრო ერთი საათით.

3.8. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა დამატებითი შესვენება  დღეში არაუმეტეს ერთი საათისა. დამატებითი შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.

 

მუხლი 4. თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების ზოგადი წესი.

4.1. კოლეჯის ადმინისტრაციული პერსონალი/პროფესიული მასწავლებელი შეიძლება იყოს საქართველოს/ უცხო ქვეყნის ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო  კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება.

4.2. კოლეჯსა და დასაქმებულს/პროფესიულ სტუდენტს შორის ხელშეკრულება იდება სახელმწიფო ენაზე.

4.3. კოლეჯსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის ხელშეკრულება იდება მხარეთათვის გასაგებ ენაზე.

4.4. შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.

4.5. გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

4.6. დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს  დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.

4.7. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება დავით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულის შრომა ანაზღაურდება ნამუშევარი დროის შესაბამისად.

4.8. კოლეჯის ადმინისტრაციას შეუძლია მოიპოვოს ის  ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება კანდიდატის სამსახურში მიღების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ასეთი მონაცემები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე.

4.9. დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ფორმდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით.

4.10. მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობა განსაზღვრულ ვადების განმავლობაში, შეიძლება გახდეს პირის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი.

 

 

მუხლი 5. ადმინისტრაციული პერსონალის მიღების წესი და წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

5.1.ადმინიტრაციული  პერსონალის სამსახურში მიღება ხდება საქართველოს შრომის კოდექსისა და წინამდებარე შრომის შინაგანაწესისა და კოლეჯში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

5.2. კოლეჯის ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება ხორციელდება კოლეჯის დირექტორთან გასაუბრების საფუძველზე. დირექტორის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კანდიდატთან იდება ხელშეკრულება ან გამოსაცდელი ვადით ან ფორმდება ბრძანება კანდიდატის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ  და  იდება შრომითი ხელშეკურულება.

5.3. სამსახურში მისაღებად ადმინიტრაციული  პერსონალი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ავტობიოგრაფია ან CV;

ბ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

დ) ერთი ფოტოსურათი 3/4.

 

მუხლი 6. პროფესიული მასწავლებლის მიღების წესი და წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

6.1. კოლეჯში პროფესიული მასწავლებლის თანამდებობის დაკავება ხდება დირექტორის ბრძანებით.

6.2. კოლეჯში პროფესიული მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში, ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ განთავსდება კოლეჯის ვებ-გვერდზე. ასევე შესაძლებელია სხვა საინფორმაციო საშულებით ინფორმაციის გამოქვეყნება.

6.3. პროფესიული მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად შემოსული საბუთების შემოწმებას და შესაბამისი კანდიდატების შერჩევას ახორციელებს კოლეჯის დირექტორის ბრძანებით დანიშნული პირი, წარმოდგენილი საბუთების ანალიზის საფუძველზე  მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებელი კანდიდატი გასაუბრებას გადის დირექტორთან.

6.4.კოლეჯში პროფესიული მასწავლებლის თანამდებობის დაკავება ხდება დირექტორის ბრძანებით/ხელშეკრულებით.

6.5. სამსახურში მისაღებად პროფესიული მასწავლებელი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა)  განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე;

ბ) ავტობიოგრაგია ან CV;

გ) ორი ფოტოსურათი 3×4;

დ) უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის ან შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი.

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

6.6. სამუშაო პირობების გათვალისწინებით, ვინაიდან შეუძლებელია ყოველდღიური ან ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობის დაცვა, პროფესიულ მასწავლებლთან ფორმდება ხელშეკრულება განსაზღვრული/ სამუშაოს შესრულების ვადით და  მოქმედებს სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესი.

6.7. სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესიდან გამომდინარე აღნიშნულ პირებზე არ მოქმედებს  ანაზღაურებადი შვებულების მიცემის რიგითობა.

 

მუხლი 7. დასვენების დღეები. დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობის შემთხვევები. არასამუშაო დროს სამუშაო ადგილზე ყოფნის პირობები.

7.1. დასაქმებულს უფლება აქვს დაისვენოს დასვენების დღეებში. კოლეჯში დასვენების დღეებია შაბათი და კვირა.

7.2. დასაქმებულს, ასევე, უფლება აქვს დაისვენოს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში.

7.3. დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის შემდგომ სამუშაო ადგილზე მუშაობა შესაძლებელია:

ა) კოლეჯის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებით,  სათანადო კომპენსაციით ფულადი ან/და სამაგიერო დასვენების დღის სახით;

ბ) საკუთარი ინიციატივით, კოლეჯის დირექტორის სიტყვიერი თანხმობის საფუძველზე.

7.4.  საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და მისი პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

7.5. დასაქმებული, რომელიც ამ შინაგანაწესით დადგენილი პირობების დაცვით არასამუშაო დროს იმყოფება სამუშაო ადგილზე (დასვენების, ან უქმე დღეებში, სამუშაო დროის შემდეგ) და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს, ვალდებულია:

ა) დაიცვას შრომის უსაფრთხოება;

ბ) გაუფრთხილდეს კოლეჯის ქონებას.

 

 მუხლი 8. სამუშაოზე დაგვიანება დასაქმებულის მიერ გაცდენილი სამუშაო დროის საპატიოდ ან არასაპატიოდ ჩათვლა.

8.1. კოლეჯიშისამუშაოზე დაგვიანებად მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაო დროს, სამუშაო ადგილზე 15 წუთზე მეტი ხნის დაგვიანებით გამოცხადება.

8.2. სამუშაოზე დაგვიანება და სამუშაო დროის სხვა სახის გაცდენა საპატიოდ ჩაითვლება, თუ კოლეჯის დირექტორი დააკმაყოფილებს დასაქმებულის ზეპირ ან წერილობით თხოვნას დაგვიანების საპატიოდ ჩათვლის შესახებ.

8.3. კოლეჯის დირექტორის მიერ სამუშაოზე დაგვიანების ან სამუშაო დროის სხვა სახის გაცდენის თაობაზე  დასაქმებულის ზეპირ ან წერილობით განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღნიშნული დრო მიიჩნევა საპატიოდ.

8.4. სამუშაოზე არასაპატიოდ დაგვიანების ან/და სამუშაოს არასაპატიოდ გაცდენის შემთხვევებში, კოლეჯი უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

8.5. არასაპატიო დაგვიანებად და სამუშაოს არასაპატიო გაცდენად არ ჩაითვლება დასაქმებულის მიერ სამუშაო დროს სამსახურებრივი მოვალეობების კოლეჯის შენობის გარეთ შესრულება, რაც გამოწვეული იყო შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკით და აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო კოლეჯის დირექტორი.

 

მუხლი 9.  სამსახურში გამოუცხადებლობა.

9.1. სამსახურში გამოუცხადებლობად ითვლება დასაქმებულის მიერ სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა, გარდა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლების არსებობისა.

9.2. სამუშაოზე გამოუცხადებლობად არ ჩაითვლება სამუშაო დროის მიმდინარეობისას დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელება კოლეჯის შენობის გარეთ, მათ შორის სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნის დრო, რაც გამოწვეული იყო შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკით და აღნიშნულის თაობაზე ზეპირი ან/და წერილობითი ფორმით ინფორმირებული იყო დამსაქმებელი.

9.3. წინასწარ ცნობილი მიზეზით, სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია, უშუალო ხელმძღვანელს წინასწარ წარუდგინოს წერილობითი განცხადება სამსახურში არყოფნის მიზეზების და სავარაუდო პერიოდის მითითებით და ითხოვოს ამ ხნის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებებისაგან დროებით გათავისუფლება. კოლეჯის დირექტორი თანხმობის ნიშნად ხელს აწერს განცახდებას ან უარს ამბობს თხოვნის დაკმაყოფილებაზე.

9.4. დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მიზანშეწონილობაზე პასუხს აგებს კოლეჯის დირექტორი. ხელმოწერილი – ”ვიზირებული” განცხადება გათავისუფლების თაობაზე უნდა წარედგინოს კოლეჯის შესაბამის სამსახურს.

9.5. სამუშაოდან დროებით გათავისუფლების თხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება არასაპატიო მიზეზით სამუშაოს გაცდენად და დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს შინაგანაწესით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

9.6. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში დაუყოვნებლივ, საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით, აცნობოს მის უშუალო ხელმძღვანელს გამოუცხადებლობის მიზეზი და გაცდენის სავარაუდო პერიოდი. გამოცხადების შემდეგ კი, მოთხოვნის შემთხვევაში, უმოკლეს დროში წარუდგინოს დამსაქმებელს მოხსენებითი ბარათი, რომელიც შემდგომ გადაეცემა საქმისწარმოების სპეციალისტს.

9.7. ერთი თვის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით,  მეორედ გამოუცხადებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს  შინაგანაწესით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

9.8. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა შესაძლებელია ჩაითვალოს საპატიოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელი სამუშაოზე გამოუცხადებლობის თაობაზე (სამსახურში გამოცხადების შემდგომ) დააკმაყოფილებს დასაქმებულის ზეპირ ან წერილობით განცხადებას.

9.9. არასაპატიო მიზეზით სამუშაოზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დასაქმებულს დაექვითება შრომის ანაზღაურება გაცდენილი დროის შესაბამისად.

 

მუხლი 10. დასაქმებულის ვალდებულებები თანამდებობიდან გათავისუფლების, სამსახურებრივ მივლინებაში ან შვებულებაში გასვლის დროს.

10.1. დასაქმებული ვალდებულია თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს სამსახურთან დაკავშირებული და მისთვის მინდობილი დოკუმენტაციის, შესაბამისი ელექტრონული ვერსიების ადგილსამყოფელის მითითებით და ქონების, დირექტორისათვის გადაცემა.

10.2. დასაქმებული ვალდებულია შვებულებაში გასვლამდე ან სამსახურეობრივ მივლინებაში გამგზავრებამდე უზრუნველყოს მასთან არსებული სამსახურეობრივი ხასიათის დოკუმენტაციის გადაცემა მისი უშუალო უფროსისათვის ან დირექტორისათვის შესაბამისი ელექტრონული ვერსიების ადგილსამყოფელის მითითებით.

 

მუხლი 11. სამსახურეობრივი შეთავსება.

11.1. დასაქმებულს უფლება აქვს შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს.

11.2. შრომითი ხელშეკრულება შეთავსებით სამუშაოზე შეიძლება დაიდოს პირთან, რომელსაც ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს შეუძლია სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება.

11.3. დასაქმებულის უფლება, შეასრულოს სხვა სამუშაო, შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულებით შეიზღუდოს, თუ ასეთი სამუშაოს შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას.

 

მუხლი 12. დასაქმებულის შვებულება და შვებულების მიცემის წესი.

12.1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.

12.2. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.

12.3. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, დამსაქმებელი უფლებამოსილია დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.

12.4. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად

12.5. დასაქმებულს ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის გასვლის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

12.6. შვებულება ფორმდება დასაქმებულის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, კოლეჯის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებით.

12.7. დასაქმებულს მუშაობის მეორე წლიდან შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს.

12.8. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

12.9. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურებას ექვემდებარება ანაზღაურებადი შვებულება განურჩევლად იმისა, ერთდროულად იყო გამოყენებული თუ ნაწილ-ნაწილ.

12.10. ანაზღაურებად შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი უხელფასო შვებულება.

12.11. დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში -ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

12.12. თუ დასაქმებულის მიერ ადგილი აქვს ანაზღაურებადი შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენებას, საშვებულებო ანაზღაურება გაიცემა, ასევე, ნაწილ-ნაწილ გამოყენებული დღეების პროპორციულად.

12.13. შესაძლებელია, დასაქმებულის შვებულება შეწყვეტილი იქნეს იმ ვადაზე ადრე, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო შვებულების თაობაზე დირექტორის ბრძანებით. შვებულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ინიციატორი შესაძლებელია იყოს როგორც დამსაქმებელი, ასევე – დასაქმებული.

12.14. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

12.15. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიძახოს დასაქმებული კუთვნილი შვებულებიდან. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულის შვებულებიდან გამოძახება ანაზღაურდება ან მას მიეცემა სანაცვლო დასვენების დღეები.

12.16. შვებულების შეწყვეტა ფორმდება კოლეჯის დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით. დამსაქმებლის ინიციატივით შვებულების შეწყვეტა შესაძლებელია გამოწვეული იქნეს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობით.

12.17. დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისთვის, რომელიც ფორმდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით.

12.18. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 (ორი) წლის განმავლობაში.

12.19. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.

12.20. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.

12.21. ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

12.22. დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

12.23. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12.24. დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.

12.25. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.

12.26. ამ მუხლით დადგენილ ნორმებსა და დასაქმებულთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილ ნორმებს შორის კოლიზიის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება დასაქმებულთან გაფორმებულ ხელშეკრულებით დადგენილ ნორმებს შვებულების მიცემის წესის ნაწილში.

 

მუხლი 13. მივლინება .

12.1. მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან  გამომდინარე.

13.2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს. მივლინება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფორმდება კოლეჯის დირექტორის სამართლებრივი აქტით, რომელსაც დაინტერესებულ პირს/პირებს აცნობებს საქმისწარმოების სპეციალისტი.

13.3. დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტების შემთხვევა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.

13.4. დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები. მივლინების ფინანსური უზრუნველყოფის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მივლინების შესახებ კოლეჯის დირექტორის ბრძანება უნდა გადაეცეს ადმინისტრაციას.

13.5. დასაქმებული ვალდებულია მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

13.6. ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

მუხლი 14. დასაქმებულთა ვალდებულებები.

14.1. კოლეჯის ადმინისტრაციული პერსონალი  ვალდებულია:

ა) ხელი შეუწყოს პროფესიულ მასწავლებელს სასწავლო პროცესის წარმართვაში მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით;

ბ) დროულად გააცნოს პროფესიულ მასწავლებელს მათი სასწავლო მეცადინეობის  ცხრილი;

გ) მიუთითოს თითოეულ პროფესიულ მასწავლებელს გარკვეული სამუშაო ოთახი;

დ) მისცეს თანამშრომლებს დავალებები და სამუშაო განრიგი დროულად, მოამარაგოს ისინი საჭირო მოწყობილობებით, ინვენტარით, მასალებით და სხვა;

ე) განამტკიცოს შრომითი, სასწავლო და საშემსრულებლო დისციპლინა;

ვ) შეასრულოს შრომის დაცვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, სამუშაო დღის დადგენილი განრიგი, განახორციელოს ღონისძიებები უსაფრთხოებისა და სანიტარიის დაცვის სფეროში;

ზ) განუმარტოს  პროფესიულ მასწავლებელს მათი უფლება-მოვალეობანი და შრომის ანაზღაურების პირობები;

თ) გააცნოს  პროფესიულ მასწავლებელს დაწესებულების შინაგანაწესი;

14.2. პროფესიულ მასწავლებელი ვალდებულია:

ა) არ განახორციელოს პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო მასალების ან/და ლიტერატურის მიყიდვა.

ბ) არ მიანდოს მეცადინეობის ჩატარება სხვა პირს ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად.

გ) არ განახორციელოს მეცადინეობების ჩატარების საათებისა და აუდიტორიების თვითნებური ცვლილებები.

დ) არ განახორციელოს სხვა ქმედებები, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და კოლეჯის შიდა სამართლებრივ აქტებს.

14.3.კოლეჯის ყველა თანამშრომელი ვალდებულია:

ა) ზუსტად დაიცვას დისციპლინა და კოლეჯის  შინაგანაწესი;

ბ) დროულად და ზუსტად შეასრულოს კოლეჯის ადმინისტრაციის მითითებები;

გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობანი;

დ) დროულად გამოცხადდეს სამუშაოზე, ზუსტად დაიცვას და არ დაარღვიოს სამუშაო დღის დადგენილი რეჟიმი;

ე) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;

ვ) სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ დააბრუნოს კოლეჯის კუთვნილი წიგნები, სასწავლო მასალები და სხვა მატერიალური ფასეულობები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გადასცეს კომპიუტერულ ტექნიკაზე ანპ როგრამულ უზრუნველყოფაზე მის მიერ დადებული პაროლები, აგრეთვე სხვა სახის ინფორმაცია, რისმა გადაუცემლობამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სასწავლო და სამუშაო პროცესის ნორმალურ წარმართვას.


მუხლი 15.კოლეჯიში დასაქმებულთა წახალისების სახეები.

15.1.კოლეჯში დასაქმებულთა წახალისება ხდება მოვალეობის კეთილსინდისიერად და სანიმუშოდ შესრულებისათვის, დაწესებულებაში ხანგრძლივი და სამაგალითო მუშაობის საფუძველზე;
15.2.წახალისების სახეებია:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის გაცემა;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება.

15.3. წახალისება ცხადდება დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 16.ეთიკა და დისციპლინური პასუხისმგებლობა.

16.1. დაწესებულების ადმინისტრაციული პერსონალის და პროფესიული მასწავლებლის მიერ შრომის დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი სახის ღონისძიებები:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

16.2.  შრომის დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის სახეებია:
ა) სტუდენტის ცოდნის არაობიექტური შეფასება;

ბ) სამსახურის არასაპატიო მიზეზით გაცდენა ან არაერთგზის დაგვიანება;

გ) დაწესებულების პერსონალისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა;

დ) დირექტორის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის შეუსრულებლობა ან მის შესრულებაში სხვებისთვის ხელის შეშლა;

ე) დაწესებულების ადმინისტრაციული პერსონალისათვის/პროფესიული მასწავლებლისათვის შეურაცხყოფის მიყენება;

ვ)  დაწესებულებისათვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის პირადი მონაცემების არასწორი მიწოდება;

ზ) სილაბუსის/მოდულის შინაარსიდან არსებითი გადახვევა;
თ) ლექციაზე პოლიტიკური აგიტაცია;

ი) დაწესებულების თანამშრომელთა ან სტუდენტთა მიმართ ცილისწამება;

კ) დაწესებულების პრესტიჟის ხელყოფა;

ლ) სამუშაო საათებში ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა;

მ) ადმინისტრაციული პერსონალის/პრო­ფე­­­სიული მასწავლებლის მიერ  შეუფერებელი ჩაცმულობა, რამაც ურყოფითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს სტუდენტების დამოკიდებულებაზე მათ მიმართ;

ნ) საზოგადოებაში აღიარებული ზნეობრივი ნორმების დარღვევა.

16.3. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე, მათი ჩადენის გარემოებები, გადაცდომის ჩამდენის დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი, დასაქმებულის წინანდელი მუშაობა და ყოფაქცევა.

16.4. ინფორმაციას პროფესიული მასწავლებლის მიერ შრომის დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის სიმძიმის შესახებ, დირექტორს წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი.

16.5. დისციპლინური სახდელის დადებამდე შრომის დისციპლინის დამრღვევს უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტება.

16.6. დაწესებულების ადმინისტრაცია დისციპლინურ სახდელს იყენებს გადაცდომის გამოვლენის დღიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

მუხლი 17. შრომითი ურთიერთობის შეჩერება.

17.1. შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

17.2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია:

ა) გაფიცვა;

ბ) ლოკაუტი;

გ) აქტიური ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება;

დ) საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში გამოცხადება;

ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა;

ვ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;

ზ) შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის  გამო  და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო;

თ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსება, რომლის დროსაც შეუძლებელი ხდება მის მიერ  სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა წელიწადში;

ი) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს;

კ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობაც წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს;

ლ) ანაზღაურების გარეშე შვებულება;

მ) ანაზღაურებადი შვებულება.

17.3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა „ბ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული  საფუძვლით შრომითი    ურთიერთობის   შეჩერების   მოთხოვნის   შემთხვევაში   დამსაქმებელი   ვალდებულია შრომითი ურთიერთობა გონივრული ვადით შეაჩეროს. შრომითი ურთიერთობა შეჩერებულად ჩაითვლება მოთხოვნის წარდგენიდან შეჩერების შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.

17.4. შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

17.5. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოში გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 18. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.

18.1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;

დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;

ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;

ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

თ) დასაქმებულის მიერ მისთვის შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

ი) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუ კი შრომის უუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს შვებულება;

კ) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;

ლ) სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ;

მ) დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის  გარდაცვალება;

ნ) დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;

ო) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

18.2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია.

18.3. დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა:

ა) სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა;

ბ) დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან ორსულობის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“, „ზ“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა;

გ) დასაქმებულის სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის გამო ან/და დასაქმებულის მიერ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“, „ზ“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა;

დ) სასამართლოში ნაფიც მსაჯულად ყოფნის პერიოდში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“, „ზ“,„თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა.

 

მუხლი19. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი.

19.1. დამსაქმებლის მიერ ამ შინაგანაწესის მე-18-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების  ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

19.2. დამსაქმებლის მიერ ამ შრომითი შინაგანაწესის მე-18-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

19.3. ამ შრომითი შინაგანაწესის მე-18-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტისას დასაქმებული ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.

19.4. დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე.

19.5. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

19.6. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

19.7. თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.

19.8. სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

მუხლი 20.დავა

20.1. დავა არის შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის  შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებში.

20.2. დავა წარმოიშობა მხარის მიერ მეორე მხარისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით უთანხმოების შესახებ.

20.3. შრომითი ურთიერთობის დროს დავის წარმოშობის საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა;

ბ)  შრომითი ხელშეკრულების ან შრომის პირობების დარღვევა;

გ) დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებთან დაკავშირებული უთანხმოება.

20.4. დავის განხილვა არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას.

20.5. შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შემათანხმებელი პროცედურებით, ან/და სასამართლოსათვის ან არბიტრაჟისათვის მიმართვით.

 

მუხლი 21. ინდივიდუალური დავის განხილვა და გადაწყვეტა

21.1. ინდივიდუალური დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შემათანხმებელი პროცედურებით, რაც გულისხმობს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას.

21.2. მხარე მეორე მხარეს უგზავნის შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები.

21.3. მეორე მხარე ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება განიხილოს და თავისი გადაწყვეტილება წერილობით აცნობოს მხარეს შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

21.4. წარმომადგენლები ან მხარეები იღებენ წერილობით გადაწყვეტილებას, რომელიც არსებული შრომითი ხელშეკრულების ნაწილი ხდება.

21.5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მხარეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.

21.6. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდ ან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას, დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება.

21.7. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისათვის გადაცემაზე.

21.8. დაუშვებელია დავის განხილვის პროცესში მხარის მიერ მოთხოვნის გაზრდა ან დავის საგნის შეცვლა.

 

მუხლი 22. შრომის ანაზღაურება.

22.1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, კოლეჯის დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით ან/და საშტატო განრიგით.

22.2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.

22.3. შრომის ანაზღაურება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, საბანკო გადარიცხვის გზით.

22.4. კოლეჯი არ არის პასუხისმგებელი საბანკო სისტემებში წარმოქმნილი მიზეზებით შრომის ანაზღაურების გაცემის შეფერხებებზე და ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.

22.5.დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი.

22.6.შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს.

 

მუხლი 23. საბოლოო ანგარიშსწორება შრომითი ურთერთობის შეწყვეტისას.

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მუხლი 24.პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები.

24.1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა  კოლეჯის დირექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინოს:

ა)  კოლეჯის მიერ დადგენილი ფორმის განცხადება პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების მოთხოვნის თაობაზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ზოგადი/საბაზო  განათლების  დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;

დ)   იმ   შემთხვევაში,   თუ   შესაბამისი   პროგრამით მოთხოვნილია   სხვა   დონის განათლება – შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი.

ე) მომდევნო საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში – წინა საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი/არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი   დოკუმენტი/არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების შესახებ განაცხადი და საჭირო დოკუმენტაცია.

ვ) უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დოკუმენტი.

ზ) ოთხი ფოტოსურათი 3×4.

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა დოკუმენტი.

 

მუხლი 25. სასწავლო განრიგი.                                                                                                                             25.1.  სასწავლო განრიგი იქმნება კონკრეტული ჯგუფისათვის და მტკიცდება დირექტორის ბრძანებით. სასწავლო განრიგი სასწავლო პროცესის დაწყებამდე განთავსდება თვალსაჩინო ადგილზე.

25.2. სასწავლო საათის ხანგრძლივობა განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.

25.3. თითოეულ ჯგუფში პროფესიული სტუდენტების მიერ ირჩევა ჯგუფხელი მოწინავე სტუდენტთა რიგებიდან;

25.4. ჯგუფხელი ვალდებულია:

ა) ყველა სახის მეცადინეობაზე აღრიცხოს სტუდენტთა დასწრება;

ბ) აუწყოს სტუდენტებს სასწავლო ცხრილში, მარეგულირებელ აქტებში შეტანილი ცვლილებების და სიახლეების შესახებ;

25.5. კოლეჯის შემოღებული აქვს სააღრიცხვო ჟურნალი. ყოველდღიურად, მეცადინეობის დაწყების წინ, იგი მიაქვს ჯგუფხელს და მასში აღნიშნავს სტუდენტთა დასწრებას. ჟურნალი ინახება ადმინისტრაციაში.
მუხლი26. პროფესიული სტუდენტის ქცევის წესები და პასუხისმგებლობა.

26.1. დაწესებულების პროფესიული სტუდენტები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ დაწესებულების პრესტიჟს, ზუსტად დაიცვან დაწესებულების შინაგანაწესი, დაწესებულების ტერიტორიაზე ქცევის წესები, აგრეთვე ეთიკის ნორმები დაწესებულების პერსონალთან და სხვა პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობაში.

26.2. მატერიალური    პასუხისმგებლობის   ზომა    პროფესიული   სტუდენტის   მიმართ   გამოიყენება ქვემოთ განსაზღვრულ შემთხვევებში;

26.3. დაწესებულების ტერიტორიაზე პროფესიულ სტუდენტებს ეკრძალებათ:
ა) თამბაქოს მოწევა დაწესებულების შენობაში, რაც გამოიწვევს მატერიალური სახდელის შეფარდებას 10 ლარის ოდენობით;

ბ)ხმაური და მეცადინეობისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიწვევს პროფესიული სტუდენტის გაფრთხილებას;

გ)დაწესებულების შენობის ტერიტორიაზე პოლიტიკური ხასიათის გამოსვლებისა და მიტინგების მოწყობა, რაც გამოიწვევს მკაცრი საყვედურის გამოცხადებას;

დ) დაწესებულების შენობაში ცეცხლსასროლი ან გაზის იარაღით შესვლა, რაც გამოიწვევს სასტიკი საყვედურის გამოცხადებას;

ე) დაწესებულების ტერიტორიაზე აზარტული თამაშები, რაც გამოიწვევს მკაცრი საყვედურის გამოცხადებას;

ვ) ალკოჰოლური საშუალებების გამოყენება, ანალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ კოლეჯიში  გამოცხადება, რაც გამოიწვევს მკაცრი საყვედურის გამოცხადებას.
ზ) ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება, გავრცელება, რაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) გამოცდის ჩატარებისა და გამოცდაზე ქცევის წესების დარღვევა, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას;
ი) დაწესებულებაში გამოცხადება გარეგნულად მოუწესრიგებელი სახით, არაადეკვატური ჩაცმულობით და ჰიგიენის ნორმების დაუცველად, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას;
კ) აუდიტორიული მეცადინეობის ხელის შეშლა ან ჩაშლა, რაც გამოიწვევს მკაცრი საყვედურის გამოცხადებას;

ლ) დაწესებულების შენობაში განცხადებების ჩამოხევა ან გაფუჭება, რაც გამოიწვევს მკაცრი საყვედურის გამოცხადებას;

მ) პროფესიული სტუდენტების ან/და თანამშრომლებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, რომლის მიზანიც იყო აუდიტორიული მეცადინეობის ან გამოცდის ჩაშლა, ან გაცდენების საპატიოდ ჩათვლა ან მისი ოჯახის წევრებთან დაწესებულების თანამშრომლების კონტაქტისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიწვევს საყვედურის გამოცხადებას;

ო) დაწესებულების ქონების დაზიანება, დაკარგვა ან დაუბრუნებლობა, რაც გამოიწვევს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას და მკაცრი საყვედურის გამოცხადებას;

პ)დაწესებულებისათვის საჭირო დოკუმენტაციის უნებართვოდ აღება ან განადგურება, რაც გამოიწვევს მკაცრი საყვედურის გამოცხადებას;

ჟ)დაწესებულების ტერიტორიის (შენობისა და ეზოს) დანაგვიანება-დაბინძურება, რაც გამოიწვევს დასუფთავების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას და გაფრთხილებას.

რ) დაწესებულების მარეგულირებელი აქტებით განსაზღვრული სხვა წესების და პირობების დარღვევისათვის, აგრეთვე სხვა სახის დისციპლინური გადაცდომებისათვის, რისთვისაც პასუხისმგებლობის ზომა ამ მუხლით არაა განსაზღვრული, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებაში გადაწყვეტილებას იღებს კოლეჯის დირექტორი.
26.4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ საკონტაქტო საათებზე და პრაქტიკებზე დასწრება სავალდებულოა.

 

26.5. სტუდენტის მიერ, საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული კომპონენტისათვის (სასწავლო კურსი, სასწავლო ან საწარმოო პრაქტიკა და სხვა) გათვალისწინებული საკონტაქტო საათების 50%-ზე მეტის გაცდენის შემთხვევაში (მ.შ. საპატიო და არასაპატიო) მას უწყდება რეგისტრაცია ამ კომპონენტზე და ის უნდა გაიაროს თავიდან.

 

მუხლი 27. პროფესიული სტუდენტის წახალისების სახეები.

27.1. კოლეჯის პროფესიულ  სტუდენტთა წახალისება ხდება მოვალეობის კეთილსინდისიერად და სანიმუშოდ შესრულებისათვის, სანიმუშო ყოფაქცევისათვის და აქტიურობისათვის, გამორჩეული აკადემიური მოსწრებისათვის, დაწესებულების სახელით სპორტულ, კულტურულ ღონისძიებებში წარმატებების მიღწევისათვის;

27.2. წახალისების სახეებია:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) სერთიფიკატის, დიპლომის გადაცემა;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) სტიპენდიის დანიშვნა;

27.3. წახალისება ცხადდება დირექტორის ბრძანებით და შეიტანება სტუდენტის პირად ბარათში.


მუხლი 28შრომის დაცვა

 28.1.  შრომის  დაცვაში  იგულისხმება  ტექნიკური,  სანიტარულ-ჰიგიენური  და  სამართლებრივი ღონისძიებების სისტემა,  რომელიც  მიმართულია  შრომის  ჯანსაღი  და  უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად.

28.2. კოლეჯი  თავისი  ვალდებულებებიდან  გამომდინარე  უზრუნველყოფს  დასაქმებულებისა და პროფესიული სტუდენტებისათვის შრომის კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების  შექმნას,  ყველა  სამუშაო და სასწავლო  ადგილის  სათანადო  ტექნიკურ  მოწყობას  და  იქ  შრომის დაცვის წესების შესაბამისი პირობების შექმნას.

 

მუხლი 29. დასაქმებულთა და სტუდენტთა ვალდებულებები შრომის დაცვის უზრუნველსაყოფად

29.1.  დასაქმებულები და სტუდენტები  ვალდებულნი  არიან  დაიცვან  კოლეჯის  საკუთრებასა  თუ  მფლობელობაში არსებული  მატერიალური რესურსით სარგებლობის  დაწესებული  მოთხოვნები, გამოიყენონ  ინდივიდუალური  დაცვის  საშუალებები,  შეასრულონ  და  დაიცვან  სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები.

29.2. სტუდენტებს სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის პერიოდში რეგულარულად უტარდებათ შრომის დაცვის ინსტრუქტაჟები, რომელთა შინაარსი ტარდება ჟურნალში და დასტურდება სტუდენტის ხელმოწერით.

29.3. შრომის დაცვის წესების დარღვევისათვის გათვალისწინებულია  ადმინისტრაციული ან მატერიალური პასუხისმგებლობა.

 

მუხლი 30. ფორსმაჟორი

მხარეები  არ  არიან  პასუხისმგებელნი  თავიანთი  ვალდებულებების  სრულ  ან  ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, აგრეთვე საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ შინაგანაწესის შესრულებაზე.

M

მუხლი 31. შინაგანაწესის დამტკიცება და შინაგანაწესის ძალაში შესვლა.

31.1. კოლეჯის შინაგანაწესს ბრძანებით ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი.

31.2. შინაგანაწესი ძალაში შედის კოლეჯის დირექტორის მიერ ბრძანებით დამტკიცებისთანავე.

 

 

 

 

მუხლი 32. შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლი.

დასაქმებულთა მიერ შრომის შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს კოლეჯის დირექტორი.

 

მუხლი 33. პასუხისმგებლობა შინაგანაწესის დარღვევისათვის.

დასაქმებულის მიერ შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ შინაგანაწესით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

 

მუხლი 34. შინაგანაწესში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის წესი.
34.1. შინაგანაწესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა და მათი ძალაში შესვლა წარმოებს კოლეჯის დირექტორის ბრძანებით.

34.2. შინაგანაწესით დადგენილი პირობების დროებით შეცვლა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში,  მასში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის გარეშე გამონაკლისის სახით დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ იგი განპირობებულია ფორსმაჟორული მდგომარეობით, გამომდინარეობს დასაქმებულთა ინტერესებიდან, ამსუბუქებს ან აუმჯობესებს მათ მდგომარეობას და ატარებს დროებით ხასიათს.

 

მუხლი 35. დასკვნითი დებულებები

35.1. პროფესიული სტუდენტის და დასაქმებულის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებასთან  დაკავშირებული  სხვა  უფლებები  და  მოვალეობები  განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობებით.

35.2. კოლეჯის საქმის მწარმოებელი ვალდებულია, გააცნოს დასაქმებულს  წინამდებარე შინაგანაწესი და იმ სამუშაოს აღწერილობა რაზედაც ხდება მისი დასაქმება.

35.3. კოლეჯის საქმის მწარმოებელი ვალდებულია, უზრუნველყოს პროფესიული სტუდენტების მიერ შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა.

35.4. წინამდებარე შინაგანაწესში ცვლილების ან/და დამატებების შეტანა  შესაძლებელია დირექტორის ბრძანების საფუძველზე.