აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

სრულად »

 

კოლეჯის განვითარების სტრატეგიული გეგმა 2017-2023 წ.წ.

წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის
განვითარების სტრატეგიული გეგმა
2017-2023 წ.წ.

პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კოლეჯი იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების შესაბამისი სასწავლო და საგანმანათლებო სტანდარტები.
კოლეჯის მისიაა  უზრუნველყოს აკადემიური და ეთიკური სტანდარტების შესაბამისი განათლების მქონე სპეციალისტების აღზრდა და ახალი თანამედროვე მიღწევების შესაბამისი ცოდნის დანერგვა სხვადასხვა დარგში.
კოლეჯის პროფესიული კვალიფიკაციის სტუდენტთა მოღვაწეობამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს ლიბერალიზაციას, კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას.
კოლეჯის მისიის განსაზღვრას იზიარებენ მისი მართვის ორგანოები, ადმინისტრაცია, პროფესიული მასწავლებლები და პროფესიული სტუდენტები.
კოლეჯის მისია განსაზღვრავს მიზანთა ერთობლიობას, ჩამოყალიბებულ მიზნებს, ამოცანებს, მათი განხორციელებისათვის დასახული საქმიანობის პრიორიტეტებს და ეფექტიან სტრატეგიულ გეგმას.

II. კოლეჯის მიზნებია:
სასწავლო პროგრამების განხორციელება მაღალი სტანდარტების შესაბამისად.
უწყვეტი სწავლებისა და მაღალხარისხიანი განათლების პრინციპების დაცვა.
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციისა და მაღალი ზნეობრივი სტანდარტების მქონე პროფესიონალთა მომზადება.
განათლების მაღალი ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა და ცოდნაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა.
საგანმანათლებლო და პროფესიული საქმიანობის კონტროლისა და ხარისხის მართვის ევროპული სისტემის ამოქმედება.

 

III. კოლეჯის ამოცანებია:
თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზება, საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სწავლების ამოქმედება.
პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიულ მასწავლებელთა სასწავლო, სამეცნიერო და საქმიანი ურთიერთობები საერთაშორისო მასშტაბით.
საერთაშორისო შრომით ბაზარზე კოლეჯის კურსდამთავრებულთა და პროფესიულ მასწავლებელთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა.
პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და განმტკიცება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ბიზნეს სტრუქტურებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ადამიანის პიროვნული პოტენციალის განვითარება, სოციალური და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება.
კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება.
პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება.
ორიენტაცია პროფესიონალიზმზე.
ორიენტაცია შედეგებზე და მათ თვალსაჩინო გამოვლენაზე.
გამჭირვალობა.
სასწავლო და სამეცნიერო პროცესების ერთიანობა.
საჯარო კონტროლი და ანგარიშვალდებულება.
საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება-გათვალისწინება.
სახელმწიფოსა და რეალური სექტორის მოთხოვნის პროგნოზირებისა და გათვალისწინების საფუძველზე სპეციალისტთა მომზადება და გადამზადება.
IV. წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის პრიორიტეტებია:
_ პროფესიული მასწავლებლის ეფექტიანი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის აუცილებელი პირობების შექმნა;
_ სასწავლო კორპუსის კეთილმოწყობა და თანამედროვე სტანდარტების შექმნა.
_ ტრადიციული და ინოვაციური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა; _ საქმიანობის შეფასება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
_ სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა;
_ ინოვაციურ პროცესებში ჩართულობა, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, ტრენინგებში მონაწილეობა;
_ საქმიანი ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა წამყვან სასწავლო დაწესებულებებთან.
_ კოლეჯის ადმინისტრაცია, პროფესიული მასწავლებლები და პროფესიული სტუდენტები მხარს უჭერენ ევროპული განათლების და კვალიფიკაციის ამაღლების დანერგვის ღონისძიებებს და აქტიურად მონაწილეობენ დაგეგმილ პროცესში;
_ კოლეჯის სტრატეგიული გეგმით განსაზღვრულია გრძელვადიანი ამოცანები, რომლებიც მიზნად ისახავს იმ პროექტების შემუშავებასა და რეალიზაციას, რაც ხელს შეუწყობს კოლეჯში სწავლებისა ხარისხის თვისობრივად ახალ სიმაღლეზე აყვანას და ევროპული განათლების განათლების ერთიან სივრცეში კოლეჯის ინტეგრაციას.
V. მიზნის მიღწევისა და ამოცანების განხორციელების ხარისხის მაჩვენებლები.
* საგანმანათლებლო პროგრამების ევროპის საგანმანათლებლო სივრცესთან სრული თავსებადობის უზრუნველყოფა.
* პროფესიული სპეციალისტების მომზადების სტრუქტურის ოპტიმიზაცია.
* უწყვეტი განათლების, პროფესიულ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ეფექტიანი სისტემის შექმნა.
* ხარისხის მენეჯმენტის სისტემის განვითარება, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და რეალიზების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.
* 2019 წლისათვის მოდულურ სასწავლო პროგრამებზე გადასვლისთვის მომზადება და განაცხადის შეტანა.
* კვალიფიცირებული, სერთიფიცირებული და მსოფლიოს წამყვან სასწავლო ცენტრებში სტაჟირება გავლილი პედაგოგიური პერსონალის მოზიდვა.
* 2017-2023 სასწავლო წლებისათვის იმ საგანმანათლებლო სასწავლებლების დადგენა, რომლებთანაც თანამშრომლობა პრიორიტებული იქნება და მინიმუმ, ერთი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება.
* ყოველწლიურად, სასწავლო პროცესისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაზრდა, თანამედროვე საინფორმაციო რესურსების განვითარება და გამოყენების ხარისხის უზრუნველყოფა.
* ყოველწლიურად სასწავლო წლისათვის პროფესიულ მასწავლებელთა და პროფესიული სტუდენტებისათვის კომპიუტერთან კვირაში სამუშაოდ არანაკლებ 4-6 საათი მუშაობისათვის პირობების შექმნა.
* 2018-2019 სასწავლო წელს პროფესიულ მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება.
* 2018-2019 სასწავლო წელს პროფესიულ სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციის მომზადება, ჩატარება და კონფერენციის მასალების დაბეჭდვა.
* 2017-2023 სასწავლო წლებში სტუდენტთა პოტენციალის გაღრმავების მიზნით, კოლეჯი მჭიდროდ ითანამშრომლებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პროფესიულ სტუდენტებს მისცემს საშუალებას, რომ ამ გზით ჩაერთონ ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტებში, რომელთა მიზანია დინამიურ არაფორმალურ სასწავლო გარემოში საერთაშოსო პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების მიღება.
* ყოველწლიურად საწარმოო პრაქტიკის ჩატარების ორგანიზაციის გაუმჯობესება და წარმართვა, რაც ხელს უწყობს კოლეჯმა შეინარჩუნოს კონტაქტები შრომის ბაზართან, რის საფუძველზეც შესაძლებელია საგანმანათლებლო პროგრამის განახლება საზოგადოების სწრაფად ცვალებადი მოთხოვნის შესაბამისად.
2019-2020 სასწავლო წლიდან მოდულური პროგრამების განხორციელების დაწყება.

VI. საბიბლიოთეკო საქმიანობა.
პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიულ მასწავლებელთა მომსახურების პრიორიტეტულ სფეროს განეკუთვნება კოლეჯის ბიბლიოთეკა. იგი აღჭურვილია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგებით, ჩართულია საერთაშორისო ქსელში, მოქმედებს ელექტრონულ კატალოგში.
სისტემატურად ხდება საგამომცემლო და საინფორმაციო საქმიანობის განვითარებისათვის საგამომცემლო სარედაქციო საბჭოს მიერ დასაბეჭდი ნაშრომებისა და ლიტერატურისათვის მაღალი კრიტერიუმების შემუშავება.

VII. ოპტიმალური მმართველობა.
ოპტიმალური მმართველობა არის ისეთი მმართველობითი სტრუქტურა, რომელიც თავისი სტრუქტურული ერთეულებით შეესაბამება საერთაშორისო ბოლონიის პროცესში ჩართული, ევროკავშირის სივრცის საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურებს. იგი არის ქმედითი, ანგარიშვალდებული და ორიენტირებულია შედეგზე. მისი ძირითადი პრინციპია შედეგის მიღწევადობა და ამ შედეგების გამჭირვალობა, ფართო საზოგადოებისათვის ინფორმირება.
ამ მიზნით წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივ კოლეჯი ნერგავს ევროპული საგანმანათლებლო დაწესებულების მმართველობით მოდელს და ისახავს სტრატეგიულ ამოცანებს.
2017-2023 წ.წ. მმართველობითი და ხარისხის მენეჯმენტის სისტემის განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
შეფასების სისტემის სრულყოფას, სასწავლებლის პერსონალის მმართველობითი პოტენციალის განვითარებას და მათში პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
კოლეჯის ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაციას და საკადრო რეზერვის შექმნას.
პროფესიულ მასწავლებელთა შემადგენლობის მუდმივი ოპტიმიზაცია

VII. დასკვნითი დებულება

კოლეჯის განვითარების სტრატეგიული გეგმა მიღებულია დამფუძნებელ პარტნიორთა საბჭოს სხდომაზე. იგი კოლეჯის ძირითადი ორიენტირია, რომელიც მას მიზნად უსახავს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის მოთხოვნების, შესაბამისად განვითარების ამოცანებს, განსაზღვრავს მათი განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებებს და ადგენს კონკრეტულ მაჩვენებლებს კოლეჯის მიზნებისა და ამოცანების შესრულების ხარისხის შესაფასებლად.