აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

სრულად »

 

კატალოგი

წმიდა ილია მართლის სახელობის

თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების

კატალოგი

                 ინფორმაცია წმიდა ილია მართლის სახელობის

                თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის შესახებ

შპს წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი დაარსდა საქართველოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის ეროვნული სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე.

მისამართი:

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №47. II სართული (M-დელისი)

ტელეფონი: 2- 39-22-31.

სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 

  1. 07. 2011.

საიდენტიფიკაციო კოდი:

404903565

წმიდა ილია  მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის

საიტი:   www.iliacollege.ge

ელექტრონული ფოსტა:  info@iliacollege.edu.ge

 

           კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

 

  1. კრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტი) – 060451

III, IV და V საფეხურის პროფესიული პროგრამები.

ხელმძღვანელი:  იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი გიმზერ ალანია და

ვიცე-პოლკოვნიკი დავით ქოჩლაძე

 

  1. ბუღალტერი – 020151

III საფეხურის პროფესიული პროგრამა.

ხელმძღვანელი – ფრიდონ ბურდული – ეკონომიკის დოქტორი

 

  1. ოფისის მენეჯერი – 020356

III საფეხურის პროფესიული პროგრამა.

ხელმძღვანელი – ეროვნული არქივის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თინათინ ნერგაძე

 

  1. მცირე ბიზნესის მწარმოებელი – 020360

IV საფეხურის პროფესიული პროგრამა.

ხელმძღვანელი – ჰენრიხ ყარაშვილი – ეკონომიკის  დოქტორი.

 

  1. კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი – 040154

III საფეხურის პროფესიული პროგრამა.

ხელმძღვანელი:   გურამ მეტეხელი.

 

 

 

 

III საფეხურზე – მიიღება მსურველი, რომელსაც დაძლეული აქვს   ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გააჩნია მისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

IV საფეხურზე  დაშვების წინაპირობაა   – III საფეხურის დიპლომი.

V საფეხურზე  დაშვების წინაპირობაა –  IV საფეხურის დიპლომი.

სპეციალობა, რომელიც იწყება –  IV საფეხურიდან:

IV საფეხურზე  დაშვების წინაპირობაა ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი-ატესტატი.

 

დამატებითი მოთხოვნები: კრიმინალისტის  (ფოტოდაქტილოსკოპისტი) სპეციალობის III საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა საბაზო განათლება და მინიმალური ასაკი – 16 წელი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

           პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კატალოგი

 

  კრიმინალისტი

  1. აგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდებაკრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპისტი)
  2. პროგრამის ხელმძღვანელი – გიმზერ ალანია და დავით ქოჩლაძე
  3. პროფესიული განათლების საფეხური III საფეხური
  4. მისანიჭებელი კვალიფიკაციაკრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტის)

III საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

  1. 5. სწავლის ხანგრძლივობა – I სემესტრი – 15 კვირა სასწავლო-სალექციო

4 კვირა საგამოცდო

II სემესტრი  – 15 კვირა სასწავლო-სალექციო

4 კვირა საგამოცდო

9 კვირა საწარმოო პრაქტიკა

  1. 6. სწავლების ენა – ქართული ენა
  2. 7. პროფესიული პროგრამის მიზანი:
  • კრიმინალისტი არის სპეციალისტი, რომელიც სისხლის სამართლის ნორმების დაცვით მონაწილეობას ღებულობს საგამოძიებო მოქმედებებში, შემთხვევის ადგილის შესწავლის, მატერიალური მტკიცებულებების აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღებისათვის. აგრეთვე ისეთი მოქმედებების ჩატარებისას რომლისთვისაც საჭიროა გარემოებების ფიქსაცია ან რომელიც დაკავშირებულია ექსპერტიზის ჩატარების საკითხებთან.
  • პროგრამა მიზნად ისახავს მომზადდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც ქმედით დახმარებას გაუწევს გამოძიებას დანაშაულის სწრაფად და სრულყოფილად გახსნაში.

 

  1. 8. სასწავლო კურსის სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება     აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი პრინციპების, ზოგადი კონცეფციებისა და ფაქტების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესრულებისათვის გადასადგმელ ნაბიჯებს.

იცის:   სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი პრინციპები, სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების ადგილი აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების სისტემაში, მათი საქმიანობის განხორციელების კანონიერი პრინციპები, კრიმინალისტის პროფესიული ამოცანები.

იცნობს საგამოძიებო მოქმედების განხორციელების თანმიმდევრობას და გამოძიების  უსაფრთხოების საკითხებს.

იცის კრიმინალისტიკური ტექნიკა და მეთოდიკა, ფოტო და ვიდეო ტექნიკის გამოყენებით საგამოძიებო მოქმედებების პროცესუალური საკითხები,შუძლია მათი პრაქტიკაში გამოყენება. იცის სქემების შედგენა პირობითი ნიშნებისა და კოორდინატების გამოყენებით.

 

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი შეუძლია სფეროს სპეციფიკისათვის დამახასიათებელი უნარების გამოყენება, დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა მიდგომების შეფასება და მათი განხორციელებისათვის სათანადო მეთოდების, ინსრუმენტებისა და მასალების შერჩევა მისადაგება.

აქვს მატერიალური მტკიცებულებების აღმოჩენისა და ფიქსაციის უნარი.

  • შეუძლია :
  • შემთხვევის ადგილის სქემის შედგენა პირობითი ნიშნების კოორდინატებისა და მასშტაბების გამოყენებით
  • ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა, ფიქსაცია და ამოღება, პროცესუალურად გაფორმება, შეფუთვა და  დალუქვა, მათი უსაფრთხოდ შენახვა;
  • დაქტილოსკოპიური კვლების აღმოჩენა, ფიქსაცია, ამოღება, შეფუთვა და კვლების დაცვა;
  • დაქტილოსკოპიური ბარათის შედგენა;
  • დაქტილოსკოპიური კვლების ცენტრალურ ბაზაში გაგზავნა.

 

დასკვნის გაკეთების უნარი შეუძლია განსხვავებულ სიტუაციებში პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციით სარგებლობა, მათი შეფასება და ანალიზი.

შეუძლია: განსხვავებულ სიტუაციებში მუშაობისას პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ინფორმაციით სარგებლობა; ფოტოგადაღების შესატყვისი მეთოდის შერჩევა; არასაკმარისი ფაქტობრივი მოცემულობის გამო კვალის გამოვლინების სირთულის შესაბამისი მიდგომის შემუშავება.

 

 

კომუნიკაციის უნარი შეუძლია პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე განსხვავებულ სიტუაციებში ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით.

შეუძლია   ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია კვალის აღმოჩენის, ფიქსირების, საკითხებთან დაკავშირებით, ფლობს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, კომპიუტერული გრაფიკის რედაქტორებს. შეუძლია კრიმინალისტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება–გავრცელება და უცხო ენაზე კომუნიკაცია პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად.

 

სწავლის უნარი შეუძლია წინასწარ განსაღვრულ ფარგლებში საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის აღება .

შეუძლია წინასწარ განსაზღვრული ამოცანების ფარგლებში საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის აღება – ფოტოგრაფიული და კომპიუტერული ტექნიკის ფლობის დონის გაღრმავება და კრიმინალისტის

პროფესიის დასაუფლებლად სწავლის გაგრძელებაზე.

 

ღირებულებები შეუძლია განსხვავებულ სიტუაციებში პროფესიისათვის დამახასიათებელი

ღირებულებების შესაბამისად მოქმედება .

გაცნობიერებული აქვს პროფესიული მუშაობის იურიდიული და ეთიკური ასპექტები, ურთიერთობისას იცავს პროფესიული ქცევის ნორმებს და უსაფრთხოების წესებს. პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე. აცნობიერებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული  ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის მნიშვნელობას.

 

 

  1. 9. კრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტის) III საფეხურის პროფესიული პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობა – 60 კრედიტი.

ECTS კრედიტები: მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს, რომლიდანაც 40% ეთმობა პრაქტიკას.

ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს.

 

  1. 10. პროფესიული სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა:

ა) დაწესებულია ხუთი სახის დადებითი შეფასება

  • (A)ფრიადი – მაქსიმალური შეფასების ქულა – 91-100%
  • (B)ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასება- 81- 90%
  • (C)კარგი – მაქსიმალური შეფასება- 71-80%
  • (D)დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასება- 61-70%
  • (E)საკმარისი – მაქსიმალური შეფასება- 51-60%

ბ) უარყოფით  შეფასებად ჩაითვლება:

  • (FX) ვერ ჩააბარა- მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც  ნიშნავს, რომ  პროფესიულ  სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი  მუშაობა  სჭირდება და  ეძლევა  დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
  • (F)ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასება – 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და სტუდენტს ესაჭიროება საგნის ახლიდან შესწავლა.
  • სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის

ტოლია.

  • დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად, მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:
  • შუალედურ შეფასებას;
  • დასკვნითი გამოცდის შეფასებას;
  • პრაქტიკის ანგარიშს;
  • პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე

დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში,

არანაკლებ 10 დღეში.

11.დასაქმების სფერო:

კრიმინალისტის პროფესიული  განათლების მქონე  სპეციალისტს შეუძლია იმუშაოს  საგამოძიებო  და  საექსპერტო დაწესებულებაში.

                                  ————————————

  1. აგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდებაკრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპისტი)
  2. პროგრამის ხელმძღვანელი – გიმზერ ალანია და დავით ქოჩლაძე
  3. პროფესიული განათლების საფეხურიIV საფეხური
  4. მისანიჭებელი კვალიფიკაციაკრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტის) IV საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
  5. სწავლის ხანგრძლივობა – I სემესტრი – 15 კვირა სალექციო

4 კვირა გამოცდები

II სემესტრი – 15 კვირა სალექციო

4 კვირა გამოცდები

9 კვირა საწარმოო პრაქტიკა

  1. 6. სწავლების ენა – ქართული ენა
  2. 7. პროფესიული პროგრამის მიზანი:

კრიმინალისტიკა სამართალმცოდნეობის ერთ-ერთი  გამორჩეულად საჭირო დარგია და  მას  უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის მოსახლეობის  დაცვის სფეროში. ფოტოდაქტილოსკოპია  კი კრიმინალისტიკის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის  მიზანია  მოამზადოს  სათანადო  ცოდნისა   და  კომპეტენციების მქონე  კრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპისტის) პროფესიული  კადრები.

  1. სასწავლო კურსის სწავლის შედეგი:

ცოდნა და გაცნობიერება.

აქვს სფეროს ფაქტობრივ გარემოებებსა და თეორიულ საფუძვლებზე დამყარებული ცოდნა,

აცნობიერებს პრობლემების გადაჭრის ზოგად შესაძლებლობებს.

იცის:

 

სისხლის სამართლის მატერიალური (ზოგადი ნაწილი) და პროცესუალური ნორმები – საპროცესო მოქმედების განხორციელების სამართლებრივი საფუძლები, მტკიცებულებათა სამართლებრივი საკითხები. გაცნობიერებული აქვს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესუალური ეტაპები;

 

იცის:

კრიმინალისტიკური ტექნიკა და ტაქტიკა, კრიმინალისტიკური ბალისტიკის საფუძვლები, ტრასოლოგია. კვალწარმოქმნის მექანიზმები სპეციფიკა და მათთან მუშაობა;  ექსპერტიზის სახეობები, ფორმები და პროცესუალური საკითხები;

ექსპერტიზისათვის ჩასატარებელი ნიმუშების თემატური  კლასიფიკაცია და მათი მომზადება შემდგომი საჭიროებისათვის;  კრიმინალისტიკური რეგისტრაციის სახეები და მათი მნიშვნელობა; კვალის აღმოჩენის პროცესში გამოსაყენებელი საშუალებები და მათი გამოყენების თავისებურებები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

შეუძლია, სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების პროცესში გამოიყენოს სანდო ინფორმაციის წყაროები, შეიმუშაოს სტრატეგია წამოჭრილი სპეციფიკური ამოცანის დასაძლევად და შეაფასოს მიღებული შედეგები შესრულებული სამუშაოს გაუმჯობესების მიზნით.

შეუძლია:

ტრასოლოგიური, ბალისტიკური მიკრონაწილაკების ბიოლოგიური და სხვა კვლების აღმოჩენა, ფიქსაცია, ამოღება და მათი პროცესუალურად გაფორმება;

მიღებული კვლების შენახვა და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;

აღმოჩენილი ნივთიერი მტკიცებულებებისა და კვლების შესახებ ცენტრალურ ბაზებში საჭირო ინფორმციის თემატიკის მიხედვით

გადაგზავნა.

 

დასკვნის უნარი.

შეუძლია განსხვავებულ სიტუაციებში პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციით სარგებლობა, მათი შეფასება და ანალიზი.

შეუძლია შემთხვევის ადგილის შესწავლის საფუძველზე განსაზღვროს ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების წრე;

აქვს უნარი, კვალის დასაფიქსირებლად მოახდინოს მისი წარმოქმნის მიზეზებისა და სპეციფიკის ანალიზი და მიღებული დასკვნის საფუძველზე შეარჩიოს შესაბამისი საშუალებები;

შეუძლია რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღება მტკიცებულებათა გამოსავლენად და დასაფიქსირებლად.

 

კომუნიკაციის უნარი.

შეუძლია პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე განსხვავებულ სიტუაციებში ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით.

შეუძლია პროფესიულ საკითხებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია. შეუძლია კომუნიკაცია პროცესში მონაწილე პირებთან. ეფექტურად იყენებს პროფესიულ საქმიანობაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. შეუძლია მონაცემთა ცხრილურ რედაქტორებთან მუშაობა.

აქვს მიღებული შედეგების ინფორმაციულად ადგილზე მიღების, დამუშავებისა და დისტანციაზე გადაცემის უნარი.

 

სწავლის უნარი.

საკუთარი სწავლის მიმართულებების დამოუკიდებლად განსაზღვრა განჭვრეტად, თუმცა ნაწილობრივ ცვალებად, ვითარებაში.

შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს სწავლის გაგრძელების მიმართულებები კრიმინალისტიკის სფეროში.

 

ღირებულებები.

პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებებისადმი

პასუხისმგებლობით დამოკიდებულება და ცვალებად სიტუაციებში მათ შესაბამისად მოქმედება.

იცავს პროფესიისათვის დამახასიათებელ ღირებულებებს და მოქმედებს მათ შესაბამისად. პასუხისმგებლობით ეკიდება საპროცესო მოქმედების სხვა მონაწილის პროცესუალურ უფლებებს. აცნობიერებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის მნიშვნელობას. არასამსახურებრივი მიზნებისათვის არ იყენებს მიღებულ ინფორმაციას.

 

 

  1. 9. კრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტის) IV საფეხურის პროფესიული პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობა – 60 კრედიტი.

ECTS კრედიტები: მეოთხე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს, რომლიდანაც 40% ეთმობა პრაქტიკას.

ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს.

 

  1. 10. პროფესიული სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა:

ა) დაწესებულია ხუთი სახის დადებითი შეფასება

  • (A)ფრიადი – მაქსიმალური შეფასების ქულა – 91-100%
  • (B)ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასება- 81- 90%
  • (C)კარგი – მაქსიმალური შეფასება- 71-80%
  • (D)დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასება- 61-70%
  • (E)საკმარისი – მაქსიმალური შეფასება- 51-60%

ბ) უარყოფით  შეფასებად ჩაითვლება:

  • (FX) ვერ ჩააბარა- მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც  ნიშნავს, რომ  პროფესიულ  სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი  მუშაობა  სჭირდება და  ეძლევა  დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
  • (F)ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასება – 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და სტუდენტს ესაჭიროება საგნის ახლიდან შესწავლა.
  • სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
  • დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად, მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:
  • შუალედურ შეფასებას;
  • დასკვნითი გამოცდის შეფასებას;
  • პრაქტიკის ანგარიშს;
  • პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.

 

11.დასაქმების სფერო:

კრიმინალისტის ფოტოდაქტილოსკოპისტის პროფესიული  განათლების მქონე  სპეციალისტს შეუძლია იმუშაოს  საგამოძიებო  და  საექსპერტო დაწესებულებაში.

 

                       ——————   ———————

 

 

  1. აგანმანათლებლო პროგრამის დასახელებაკრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპისტი)

 

  1. პროგრამის ხელმძღვანელი – გიმზერ ალანია და დავით ქოჩლაძე

 

  1. პროფესიული განათლების საფეხურიV საფეხური
  2. მისანიჭებელი კვალიფიკაციაკრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტის) – V საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

 

  1. სწავლის ხანგრძლივობა – I სემესტრი –     15 კვირა სალექციო

4 კვირა გამოცდები

II სემესტრი   –   15 კვირა სალექციო

4 კვირა გამოცდები

8 კვირა საწარმოო პრაქტიკა

  1. სწავლების ენა – ქართული ენა

 

  1. პროფესიული პროგრამის მიზანი:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია გაურღმავოს სტუდენტს IV საფეხურზე მიღებული ცოდნა და შეასწავლოს მეხუთე საფეხურზე გათვალისწინებული დისციპლინები. მოამზადოს სათანადო ცოდნის, მაღალი პროფესიონალიზმისა და კომპეტენციების მქონე კრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპისტის)კადრები.

 

  1. სასწავლო კურსის სწავლის შედეგი:

ცოდნა  და გაცნობიერება.

აქვს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მრავალმხრივი და/ან

სპეციალიზებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, აცნობიერებს

პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობებს.

იცის:

საგამოძიებო და სხვა მოქმედებების ჩატარების პროცესუალური და

ტაქტიკური საკითხები;

გამოძიების სუბიექტების პროცესუალური უფლება-მოვალეობები;

ბიოლოგიური კვლების სპეციფიკა მათი აღმოჩენის ფიქსაციისა

და მიღების თავისებურებები;

სასამართლო ბალისტიკა, შიდა და გარე ბალისტიკა, ექსპერტიზისათვის საჭირო მასალის მოპოვება, არსებული კვლების მიხედვით დეტალური ვერსიის ჩამოყალიბება;

ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოების წესების დაცვა; ასაფეთქებელი ნივთიერებების საექსპერტო ნიმუშების მოპოვება;

ასაფეთქებელი მოწყობილობების საექსპერტო ნიმუშების მოპოვება;

მომწამლავ და მომშხამავ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებთან მუშაობისას უსაფრთხოების წესების დაცვა და საექსპერტო ნიმუშების აღება;

სასამართლო პროცესზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ მოხსენების

მომზადება;

ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების პროცესუალური და პრობლემატური ტაქტიკური საკითხები; აცნობიერებს თითოეული ტიპის კვალის დამუშავების

პროცესში გამოსაყეებელი საპროცესო ნორმების მოთხოვნებს და უსაფრთხოების საკითხებს.

იცის პროფესიულ საქმიანობაში გამოსაყენებელი ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის საფუძვლები.

 

ცოდნის პრაქტიკაში  გამოყენების უნარი.

შეუძლია შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების ფართო სპექტრის გამოყენება, აბსტრაქტული პრობლემების შემოქმედებითად გადასაწყვეტად .

შეუძლია ყველა ტიპის კვალის აღმოსაჩენად სათანადო პროცესუალური ღონისძიებების განახორციელება – ფიქსირება, შეფუთვა და პროცესუალური გაფორმება; შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ვერსიების დონეზე დანაშაულის მექანიზმის აღდგენა; შემთხვევის ადგილზე მომუშვე კრიმინალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელობა.

 

დასკვნის  უნარი.

შეუძლია გამოკვეთილი პრობლემების ამოცნობა, მათი გადაჭრისათვის სათანადო მონაცემების იდენტიფიცირება და ანალიზი სტანდართული მეთოდების გამოყენებით, ასევე დასაბუთებული დასკვნების გაკეთება.

შეუძლია: დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება საგამოძიებო მოქმედების ადგილზე კვალისა და სხვა მატერიალური მტკიცებულებების ამოსაღებად განსახორციელებელი ღონისძიებების თანმიმდევრობის თაობაზე; საგამოძიებო მოქმედებების შედეგების ანალიზი, კვალის სახეობების და მათი წარმოქმნის მექანიზმების გაანალიზება და დასკვნის გამოტანა საგამოძიებო ვერსიის დონეზე.

შეუძლია განსხვავებული შემთხვევის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღება მტკიცებულებათა გამოსავლენად და დასაფიქსირებლად საჭირო ექსპერტების მოწვევის შესახებ.

 

კომუნიკაციის  უნარი.

შეუძლია იდეებისა და ინფორმაციის სტრუქტურირებულად და თანმიმდევრულად გადაცემა სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის გამოყენებით. იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. შეუძლია

უცხოურ ენაზე პროფესიასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა და ანგარიშის წარდგენა.

აქვს მიღებული შედეგების ინფორმატიულად ადგილზე დამუშავების, ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის ანალიზის, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტირების, პროფესიული ცნებებით ფორმულირებისა და სამუშაო ჯგუფისათვის მისი გადაცემის უნარი.

იცის კრიმინალისტის საქმიანობაში გამოსაყენებელი სპეციალური კომპიუტერული პროგრამები, შეუძლია პროფესიული ინფორმაციის მოძიება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მშობლიურ და უცხოურ ენაზე. აქვს საკუთარი იდეებისა და პოზიციის თანმიმდევრულად, ლოგიკურად და სტრუქტურირებულად გადაცემის უნარი, შეუძლია საგამოძიებო ვერსიის ჩამოყალიბება და დაცვა.

პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეუძლია ანგარიშის მომზადება, გადაცემა და მისი პრეზენტაცია სპეციალისტებისა თუ არასპეციალისტებისათვის.

სწავლის  უნარი.

შეუძლია საკუთარი სწავლის მიმართულებეის განსაზღვრა ცვალებად და

გაუთვალისწინებელ ვითარებაში.

მიღებული ცოდნის შეფასებისა და მომავალი საჭიროებების გათვალისწინებით შეუძლია საკუთარი სწავლის მიმართულებების განსაზღვრა ცვალებად და გაუთვალისწინებელ ვითარებაში.

ღირებულებები.

აფასებს თვისი და სხვების დამოკიდებულებას პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელ ღირებულებებთან და უზიარებს სხვებს.

გაცნობიერებული აქვს პროფესიასთან დაკავშირებული ღირებულებები, შეუძლია ამ ფასეულობებთან თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება და მათი გაზირება სხვებისთვის.

  1. კრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტის) V საფეხურის პროფესიული პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობა – 60 კრედიტი.

ECTS კრედიტები: მეხუთე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს, რომლიდანაც 40% ეთმობა პრაქტიკას.

ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს.

 

  1. პროფესიული სტუდენტის შეფასების წესი:

ა) დაწესებულია ხუთი სახის დადებითი შეფასება

  • (A)ფრიადი – მაქსიმალური შეფასების ქულა – 91-100%
  • (B)ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასება- 81- 90%
  • (C)კარგი – მაქსიმალური შეფასება- 71-80%
  • (D)დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასება- 61-70%
  • (E)საკმარისი – მაქსიმალური შეფასება- 51-60%

ბ) ორი სახის უარყოფითი შეფასება

  • (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასება – 41-50% რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს საგნის ჩასაბარებლად მეტი მუშაობა ესაჭიროება და   გაძლიერებული დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ ეძლევა დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
  • (F)ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასება – 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და სტუდენტს ესაჭიროება საგნის ახლიდან შესწავლა.
  • სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
  • დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად, მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:
  • შუალედურ შეფასებას;
  • დასკვნითი გამოცდის შეფასებას;
  • პრაქტიკის ანგარიშს;
  • პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.
  1. დასაქმების სფერო

კრიმინალისტის ფოტოდაქტილოსკოპისტის პროფესიული  განათლების მქონე  სპეციალისტს შეუძლია იმუშაოს  საგამოძიებო  და  საექსპერტო დაწესებულებაში.

———————- – ————————

 

 

 

 

 

           

        პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კატალოგი

    ბუღალტერი

 

  1. აგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება:  ბუღალტერი

 

  1. პროგრამის ხელმძღვანელი: ფრიდონ ბურდული – ეკონომიკის

დოქტორი

 

  1. პროფესიული განათლების  საფეხური:   III  საფეხური

 

  1. ისანიჭებელი კვალიფიკაცია:  ბუღალტრის III საფეხურის

პროფესიული კვალიფიკაცია

 

  1. სწავლის ხანგრძლივობა: I სემესტრი –     15 კვირა სალექციო

4 კვირა გამოცდები

II სემესტრი –   15 კვირა სალექციო

4 კვირა გამოცდები

9 კვირა საწარმოო პრაქტიკა

 

 

  1. სწავლების ენა ქართული ენა
  2. პროფესიული პროგრამის მიზანი:

ბუღალტრის მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია გამოუმუშაოს სტუდენტს საბუღალტრო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები; ბუღალტრული აღრიცხვის სამართლებრივი საფუძვლები; ბუღალტრული აღრიცხვის, სამეურნეო პროცესებისა და საქმიანობის არსის საფუძვლიანი შესწავლა, ეკონომიკური პრინციპების გააზრება და ინფორმაციული უზრუნველყოფა; სამეურნეო ოპერაციების, საბუღალტრო ანგარიშებში ჩაწერის, ბუღალტრული დოკუმენტების დაჯგუფების, რეგისტრაციის და საცდელი ბალანსის შედგენის წესი.

       8.სწავლის შედეგი

      ცოდნა და გაცნობიერება.

აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

აქვს სამეურნეო მოვლენების მიხედვით დოკუმენტების შედგენის, დოკუმენტირებული სამეურნეო მოვლენის საბუღალტრო ანგარიშებში ჩაწერის, საბუღალტრო ანგარიშებში ნაშთების გამოთვლის, საცდელი ბალანსის შედგენის, საგადასახადო სისტემის ზოგადი პრინციპებისა და პროცესების, ასევე ბიზნესის სამართლისა და ეკონომიკის საფუძვლების  ცოდნა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

შეუძლია გამოიყენოს დარგის სპეციფიკისათვის დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრი, შეაფასოს დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა მიდგომები შეარჩიოს და მიუსადაგოს სათანადო მეთოდები, ინსტრუმენტები და მასალები.

შეუძლია:

  • დათვლა, აღწერა, გაზომვა და გამოთვლითი სამუშაოების შესრულება;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენა;
  • პირველადი დოკუმენტების საფუძველზე კრეფსითი უწყისების შედგენა;
  • ბუღალტრული გატარება მინიშნებული ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ ანგარიშებში;
  • ტიპიური/გამეორებადი ოპერაციების დამოუკიდებლად ასახვა ბუღალტრულ ანგარიშებში;
  • დანერგილ საბუღალტრო პროგრამაში სამეურნეო ოპერაციების შეტანა, ოპერაციების კორექტირება.
  • საცდელი ბალანსის შესადგენი ნაშთების მომზადება.

        დასკვნის უნარი. 

შეუძლია განსხვავებულ სიტუაციებში წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციის ცნობილი წყაროებით სარგებლობა, მათი შეფასება და ანალიზი.

შეუძლია ცალკეულ საბუღალტრო ანგარიშებში თავმოყრილი ინფორმაციის დაჯგუფება, მათ ბაზაზე ოპერატიული ხელმძღავნელობისათვის აუცილებელი პერიოდული ანგარიშგების მომზადება ცალკეული სააღრიცხვო ობიექტებისა და თემატიკის მიხედვით.

       კომუნიკაციის უნარი.

შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე განსხვავებულ სიტუაციებში.  ეფექტიანად იყენებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო  ტექნოლოგიებს; შეუძლია უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება.

აქვს უნარი მოკლედ, ლაკონურად და გასაგებად დასვას პრობლემური საკითხი და იოლად აღიქვას განხილვისას გამოთქმული მოსაზრება.  შეუძლია მესამე მხარესთან სააღრიცხვო საკითხების გარკვევა; ამ მიზნით წერილობით გასაგებად ჩამოაყალიბოს მოთხოვნა ან/და პასუხი სააღრიცხვო ინფორმაციაზე, დოკუმენტებზე, ტექნიკასა და ტექნოლოგიაზე. აქვს უცხოურ ენაზე შედგენილი საბუღალტრო დოკუმენტის შინაარსის გაგების უნარი.

         სწავლის უნარი.

შეუძლია წინასწარ განსაზღვრული ამოცანების ფარგლებში საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის აღება. 

შეუძლია საბუღალტრო საქმიანობის შესახებ ახალი ცოდნის მიღება და მომავალი კარიერის დაგეგმვისთვის სწავლის საჭიროებების განსაზღვრა. 

     ღირებულებები.

განსხვავებულ სიტუაციებში მოქმედებს პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებების შესაბამისად. 

იცნობს ბუღალტრის ეთიკის კოდექსის ძირითად  ნორმებს. არის პუნქტუალური, მოწესრიგებული, კეთილსინდისიერი.

  1. ბუღალტრის III საფეხურის პროფესიული პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობაა: –    50 კრედიტი.

ECTS კრედიტები: მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 50 კრედიტს, რომლიდანაც 40% ეთმობა სასწავლო/საწარმოო პრაქტიკას.

ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს.

 

  1. პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემა:

ა) დაწესებულია ხუთი სახის დადებითი შეფასება

  • (A)ფრიადი – მაქსიმალური შეფასების ქულა – 91-100%
  • (B)ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასება- 81- 90%
  • (C)კარგი – მაქსიმალური შეფასება- 71-80%
  • (D)დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასება- 61-70%
  • (E)საკმარისი – მაქსიმალური შეფასება- 51-60%

ბ) ორი სახის უარყოფითი შეფასება

  • (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასება – 41-50% რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს საგნის ჩასაბარებლად მეტი მუშაობა ესაჭიროება და   გაძლიერებული დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ ეძლევა დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
  • (F)ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასება –  40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ   პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და სტუდენტს ესაჭიროება საგნის ახლიდან შესწავლა.
  • სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
  • დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად, მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:
  • შუალედურ შეფასებას;
  • დასკვნითი გამოცდის შეფასებას;
  • პრაქტიკის ანგარიშს;
  • პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.

 

  1. დასაქმების სფერო.

ბუღალტრის მესამე საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია იმუშაოს კერძო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო დაწესებულებებში სამეურნეო საქმიანობის სააღრიცხვო სამსახურში ბუღალტერ-მოანგარიშედ.

 

—————————- . —————————–

               პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კატალოგი

ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი)

 

  1. აგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი)

2.პროგრამის ხელმძღვანელი:  ეროვნული არქივის განყოფილების მთავარი სპეციალისტი    თინათინ  ნერგაძე

3.პროფესიული  განათლების  საფეხური:   III  საფეხური

4.მისანიჭებელი  კვალიფიკაცია:  ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტის)

III საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

5.სწავლის ხანგრძლივობა:  I სემესტრი – 15 კვირა – სალექციო კვირა

4 კვირა – საგამოცდო სესიები

II სემესტრი – 15 კვირა – სალექციო კვირა

4 კვირა – სალექციო კვირა

9 კვირა – საწარმოო პრაქტიკა

6.სწავლების ენა ქართული ენა

7.პროფესიული პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მომზადდეს ოფისის მენეჯერი, რომელსაც ეცოდინება საქმისწარმოებისა და სამდივნო სამსახურის, დოკუმენტთა კლასიფიკაციის და მასთან მუშაობის პრინციპები. შეეძლება პროფესიული ეტიკეტის დაცვა. მენეჯმენტის საფუძვლები და ორიენტირებული იქნება ადმინისტრაციული პროცედურების წარმოებაზე.

 

  1. სწავლის შედეგი.

ცოდნა და გაცნობიერება.

 

აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ  ნაბიჯებს;

 

 

იცის:

სამუშაო ადგილის მოწყობის წესები;

საოფისე მომსახურების ძირითადი სახეები;

ადმინისტრაციული საქმისწარმოების წესები;

საერთო და სპეციალური საქმისწარმოების წესები;

დოკუმენტთა კლასიფიკაცია იურიდიული და პრაქტიკული დანიშნულების მიხედვით;

ოფიციალური დოკუმენტების შედგენა–გაფორმების (პირადი, სამსახურებრივი, საგანმკარგულებლო, სააღმსრულებლო, საინფორმაციო, სპეციალური დანიშნულების) და მასთან მუშაობის წესები;

საარქივო საქმეთა ფორმირების წესები;

საერთაშორისო მიმოწერის სტანდარტები;

სხვადასხვა ღონისძიებათა მოწყობის წესები;

ადმინისტრაციული და შრომის სამართლის საფუძვლები;

ტექსტის რედაქტირების საფუძვლები;

პროფესიული ეთიკის და ეტიკეტის წესები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

შეუძლია გამოიყენოს სფეროს სპეციფიკისათვის დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრი, შეაფასოს დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა მიდგომა, შეარჩიოს და მიუსადაგოს სათანადო მეთოდები, ინსტრუმენტები და მასალები.

შეუძლია:

პირადი დოკუმენტების მომზადება;  სამსახურებრივი დოკუმენტების ინდექსირება, რეგისტრაცია და ოპერატიულად შენახვა;

საკადრო, სპეციალური, საინფორმაციო და საზღვარგარეთ გასაგზავნი დოკუმენტების პროექტების მომზადება დამოუკიდებლად;

ხელშეკრულებებსა და საკადრო დოკუმენტებზე მუშაობა;

ინფორმაციის შეკრება, დამუშავება, შენახვა; მარტივი მონაცემთა ბაზის შექმნა, ელექტრონული დახარისხება და ფილტრაცია;

დოკუმენტბრუნვის ორგანიზება;

უდოკუმენტო მომსახურების ორგანიზაცია;

საოფისე მომსახურების (მივლინების, მუშაკის სამსახურში მიღების,  სხდომების, საარქივო და სხვა დავალებათა) ორგანიზება;

საარქივო მომსახურება და საქმეთა ფორმირება არქივისათვის;

ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და მასთან დაკავშირებული მარტივი კალკულაციის წარმოება;

ფლობს საოფისე ტექნიკას;

ხელმძღვანელთან ერთობლივი მუშაობის რეგლამენტის დაცვა.

დასკვნის უნარი.

შეუძლია განსხვავებულ სიტუაციებში წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციის ცნობილი წყაროებით სარგებლობა, მათი შეფასება  და ანალიზი.

შეუძლია:

  • ინფორმაციის დაზუსტება და გადამუშავება;
  • აქვს საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებების ანალიზის უნარი;
  • შეუძლია მონაცემების დამუშავების პროცესში უზუსტობების დადგენა და

პრობლემის მოგვარება.

 

კომუნიკაციის უნარი.

შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე განსხვავებულ სიტუაციებში, ეფექტიანად იყენებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, შეუძლია უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება.

შეუძლია:

  • ინტერპერსონალური კომუნიკაცია –  სათანადო ახსნა-განმარტების მიცემა, ინფორმაციის გამოთხოვა, დაზუსტება და სხვა;

 

 

 

  • ინტერკულტურული კომუნიკაცია:
  • სხვადასხვა საოფისე კომპიუტერულ პროგრამაში  ( MS Windows, MS Word, MS Excel, PowerPoint, Internet ) მუშაობა მომხმარებლის დონეზე;
  • გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია სახელმწიფო ენაზე;
  • უცხოურ ენაზეზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე B1 დონეზე.

 

სწავლის უნარი.

შეუძლია წინასწარ განსაზღვრული ამოცანების ფარგლებში საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის აღება.

შეუძლია:

  • პროფესიული საქმიანობის შესახებ ახალი ცოდნის მიღება.
  • პროფესიული განვითარებისათვის სწავლის საჭიროებების განსაზღვრა.

 

ღირებულებები.

განსხვავებულ სიტუაციებში მოქმედებს პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებების შესაბამისად.

  • იცავს კონფიდენციალობასთან დაკავშირებულ ყველა წესსა და პროცედურას;
  • არის კომუნიკაბელური, პუნქტუალური და მოწესრიგებული;
  • პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობებს;
  • აქვს კორპორატიული კულტურა.

 

  1. ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტის) III საფეხურის  პროფესიული პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობაა: –  60 კრედიტი.

ECTS კრედიტები:  III საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს, რომლიდანაც 40 % ეთმობა პრაქტიკას.

ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს.

 

10.პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემა:

ა) დაწესებულია ხუთი სახის დადებითი შეფასება

  • (A)ფრიადი – მაქსიმალური შეფასების ქულა – 91-100%
  • (B)ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასება- 81- 90%
  • (C)კარგი – მაქსიმალური შეფასება- 71-80%
  • (D)დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასება- 61-70%
  • (E)საკმარისი – მაქსიმალური შეფასება- 51-60%

ბ) ორი სახის უარყოფითი შეფასება

  • (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასება – 41-50% რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს საგნის ჩასაბარებლად მეტი მუშაობა ესაჭიროება და   გაძლიერებული დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ ეძლევა დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
  • (F)ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასება –  40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ   პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და სტუდენტს ესაჭიროება საგნის ახლიდან შესწავლა.
  • სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
  • დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად, მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:
  • შუალედურ შეფასებას;
  • დასკვნითი გამოცდის შეფასებას;
  • პრაქტიკის ანგარიშს;
  • პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.

 

11.დასაქმების  სფერო

ოფისის მენეჯერი (მდივან რეფერენტი) შესაძლებელია მუშაობდეს როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სტრუქტურებში, სადაც მიმდინარეობს საქმისწარმოება.

————————- – —————————-                                                 

        

        

 

 

 

 

 

 

 

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კატალოგი

მცირე ბიზნესის მწარმოებელი

  1. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება მცირე ბიზნესის მწარმოებელი
  2. პროგრამის ხელმძღვანელიჰენრიხ ყარაშვილი – ეკონომიკის დოქტორი
  3. პროფესიული განათლების საფეხური: IV საფეხური
  4. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მცირე ბიზნესის მწარმოებლის – IV საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
  5. სწავლის ხანგრძლივობა: I სემესტრი – 15 კვირა სალექციო

4 კვირა საგამოცდო

II სემესტრი – 15 კვირა სალექციო

4 კვირა საგამოცდო

10 კვირა საწარმოო პრაქტიკა

  1. სწავლების ენაქართული ენა
  2. პროფესიული პროგრამის მიზანი:
  • პროგრამის მიზანია მოამზადოს მცირე ბიზნესის კვალიფიციური მწარმოებელი, რომელსაც ექნება გარკვეული ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოუკიდებელი საქმიანობის ინიციატივა, პასუხისმგებლობა, შეეძლება მცირე ბიზნესის – პროცესების და კომერციული სტრუქტურების ეფექტიანი მართვა, რაც მიზნად ისახავს მოგების მიღებას, შემოსავლის გაზრდას და ბიზნესის შემდგომ განვითარებას.
  • მოამზადოს სტუდენტი პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებების, მორალური, პროფესიულ-ეთიკური, კულტურული და სამართლებრივი ნორმების პატივისცემის გრძნობითა და მაღალი პასუხისმგებლობით.
  1. 8. სასწავლო კურსის სწავლის შედეგი:

   ცოდნა და გაცნობიერება.

აქვს სფეროს თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებზე დამყარებული  ცოდნა,   აცნობიერებს პრობლემების გადაჭრის ზოგად შესაძლებლობებს.

იცის:  ბიზნეს  მათემატიკის  საწყისი  კურსი;    კომპიუტერული      ტექნოლოგიების საფუძვლები: შესავალი კურსი, საოფისე პროგრამები;  ინტერნეტისა და ელექტრონული  ფოსტის  გამოყენება;   ბიზნესის საფუძვლები:    ბიზნესის    გარემო, ბიზნესის რესურსები და ფაქტორები;   1,4 მცირე     ბიზნესის     დაგეგმვა      და სამეწარმეო გარემო;    ბიზნესის  შეფასება;   მცირე ბიზნესის     საქონელწარმოების გენეზისი;   დაფინანსებები,   ბიუჯეტი,   ფინანსური   მენეჯმენტი;       საქმიანი ურთიერთობების    კულტურის    ზოგადი    საკითხები

მცირე ბიზნესში; ორგანიზაციული კულტურა; მცირე ბიზნესის საწარმოს დაგეგმარება, სტრუქტურა და კომუნიკაცია; კარიერის მენეჯმენტი, საშტატო გადაადგილებები; ჯგუფთაშორისი ურთიერთობები და კონფლიქტების მოგვარება; ორგანიზაციის განვითარების გზები; ბიზნეს-კომუნიკაციების საფუძვლები მცირე ბიზნესში: კომუნიკაციური უნარ-ჩვევები; საქმიანი დოკუმენტაციის წარმოება; კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაბელობა და კონფლიქტების მართვა; გადაწყვეტილებების მიღება კარიერის დაგეგმვის და მისი განვითარების დროს; იმ სამუშაოს დადგენა, რომელიც დაკავშირებული იქნება პერსონალური და პროფესიული უნარ-ჩვევების მაქსიმალურ რეალიზაციასთან; იცის: ინგლისურის საწყისი კურსის პროგრამები.

აცნობიერებს: მიღებული თეორიული საბაზო ცოდნისა და მისი ეფექტური გამოყენების მნიშვნელობას მცირე ბიზნესის ადმინისტრირების პროცესის შესწავლისა და წარმართვისათვის.

    ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

შეუძლია, სამუშაოს დაგეგმვისას და შესრულების პროცესში გამოიყენოს სანდო ინფორმაციის წყაროები, შეიმუშაოს სტრატეგია წამოჭრილი სპეციფიკური ამოცანის დასაძლევად და შეაფასოს მიღებული შედეგები შესრულებული სამუშაოს გაუმჯობესების მიზნით.

აქვს უნარი: შეასრულოს მარტივი მათემატიკური გაანგარიშებები. განსაზღვროს და ააგოს მცირე ბიზნესისათვის დამახასიათებელი ფუნქციონალური დამოკიდებულებები, გაანალიზოს და გამოიყენოს შედეგები დანიშნულებისამებრ; გამოიყენოს ბიზნესის საფუძვლებისა და მცირე ბიზნესის წარმოების პრინციპების ცოდნა სამუშაოების დასაგეგმად;

დაგეგმოს და განავითაროს საქმიანი ურთიერთობები მცირე მოცულობის საწარმოო პროცესების სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე;

ხელი შეუწყოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას. განავითაროს კვალიფიკაციური ბიზნესკომუნიკაციები პარტნიორებთან, კოლეგებთან და კონკურენტებთან;

დაგეგმოს მცირე ბიზნესის საწარმოო პროცესში მონაწილე ადამიანური რესურსებისა და პერსონალური კარიერა და იზრუნოს განვითარებაზე;

შექმნას ჩატარებული და სამომავლო სამუშაოების მონაცემთა ბაზა:  გამოიყენოს რელევანტური ბაზების მონაცემები და იზრუნოს ინოვაციური მეთოდების ადაპტაციასა და დანერგვაზე;

უსაფრთხო გარემოს შექმნისა და მისი მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და დაცვის.

   დასკვნის უნარი.

შეუძლია სპეციფიკური პრობლემების გადასაწყვეტად შესაბამისი მიდგომის შემუშავება, ალტერნატიული შესაძლებლობების განხილვა და მიღებული შედეგების ანალიზი.

აქვს უნარი მცირე ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად და ზოგადი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო პროფესიული ანალიზისა და დასკვნების; პრაქტიკულ საქმიანობაში ავტონომიური აზროვნების; სიტუაციური ანალიზის საფუძველზე პერსონალური მიზნების განსაზღვრისა და დასახვის;     მცირე ბიზნესის განვითარებისათვის არსებული ზოგადი საჭიროებების, მათი განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალური და ადამიანური რესურსების განსაზღვრის; ზეპირი, წერილობითი და ვიზუალური ფორმით კომუნიკაციის თავისი პროფესიული სამიანობის შესახებ, როგორც მშობლიურ ასევე ინგლისურ ენაზე; მცირე სამეწარმეო პროექტის შემუშავების პირობების განსაზღვრა, დაგეგმვა და რეალიზაცია იდენტური სიტუაციების პირობით მოდელირებისას.

   კომუნიკაციის უნარი.

შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცვალებად სიტუაციებში, ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დამოუკიდებლად ათვისება, უცხოურ ენაზე მიღებული პროფეფესიასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება.

აქვს უნარი საინფორმაციო ტექნოლოგიების, როგორც საკომუნიკაციო და სასწავლო ინსტრუმენტის სრულფასოვანი გამოყენების; ჯგუფური მუშაობის პრინციპების გამოყენებით ეფექტურად მუშაობის; პროფესიული ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და გავრცელების.

   სწავლის უნარი.

შეუძლია საკუთარი სწავლის მიმართულების დამოუკიდებლად განსაზღვრა განჭვრეტა ნაწილობრივ ცვალებად ვითარებაში.

აქვს უნარი: ახალი ინფორმაციის მოპოვების; მასალებისა და ტექნოლოგიების შესწავლის, გათავისების, გაზიარებისა და კრიტიკული ანალიზის; პროფესიული ბიზნეს იფორმაციის იდენტიფიცირების, მოდიფიცირების, გამოყენების შემთხვევაში მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის კუთხით არგუმენტირებული დასაბუთების.

 

   ღირებულებები.

პასუხისმგებლობით ეკიდება პროფესიული საქმიანობისათვის სამახასიათებელ ღირებულებებს და ცვალებად სიტუაციებში მოქმედებს მათ შესაბამისად.

გააჩნია: პატივისცემის გრძნობა მორალური, ეთიკური, კულტურული და სამართლებრივი ნორმებისადმი; სამართლიანი საქმიანი ურთიერთობების წარმართვის და დაცვის უნარი პიროვნული პასუხისმგებლობის აღების უნარი საერთო საქმეზე; პატივისცემის გრძნობა კოლეგებისა და პარტნიორების მოსაზრებებისადმი; დადებითი დამოკიდებულება უსაფრთხო და მდგრადი განვითარების მქონე გარემოს შესაქმნელად არსებულ ნორმებისადმი და ინიციატივებს იჩენს მათი დაცვის მიმართულებით; აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა პროფესიული საქმიანობისადმი.

  1. 9. მცირე ბიზნესის მწარმოებლის IV საფეხურის პროფესიული პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობა: 60- კრედიტი.

ECTS კრედიტები: მეოთხე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს, რომლის 40% ეთმობა პრაქტიკას.

ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს.

  1. პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემა

ა) დაწესებულია ხუთი სახის დადებითი შეფასება

  • (A)ფრიადი – მაქსიმალური შეფასების ქულა – 91-100%
  • (B)ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასება- 81- 90%
  • (C)კარგი – მაქსიმალური შეფასება- 71-80%
  • (D)დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასება- 61-70%
  • (E)საკმარისი – მაქსიმალური შეფასება- 51-60%

ბ) ორი სახის უარყოფითი შეფასება

  • (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასება – 41-50% რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს საგნის ჩასაბარებლად მეტი მუშაობა ესაჭიროება და   გაძლიერებული დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ ეძლევა დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
  • (F)ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასება – 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და სტუდენტს ესაჭიროება საგნის ახლიდან შესწავლა.

 

  • სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
  • დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად, მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:
  • შუალედურ შეფასებას;
  • დასკვნითი გამოცდის შეფასებას;
  • პრაქტიკის ანგარიშს;
  • პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.

 

  1. 11. დასაქმების სფერო:

       მცირე ბიზნესის მწარმოებლის კვალიფიკაციის სპეციალისტი მოთხოვნადი და აუცილებელია ბიზნესის ნებისმიერი სახისა და ფორმისათვის. იქნება ეს მცირე თუ საშუალო, სახელმწიფო თუ კერძო ბიზნესი. მცირე ბიზნესის მწარმოებლის კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის საქმიანობაზეა დამოკიდებული ამ სფეროს წარმატება და განვითარება.

 

——————–  –  ———————-

 

             პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კატალოგი

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი

  1. აგანმანათლებლო  პროგრამის სახელწოდება:  კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი

 

  1. პროგრამის ხელმძღვანელი: გურამ მეტეხელი

 

  1. პროფესიული  განათლების  საფეხური:  III  საფეხური

 

  1. ისანიჭებელი  კვალიფიკაცია:  კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების

 

ტექნიკოსის  III საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

 

  1. სწავლის ხანგრძლივობა: I სემესტრი –     15 კვირა სალექციო

4 კვირა საგამოცდო

II სემესტრი – 15 კვირა სალექციო

4 კვირა საგამოცდო

9 კვირა საწარმოო პრაქტიკა

  1. სწავლების ენა ქართული ენა

 

  1. პროფესიული პროგრამის მიზანი:

პროგრამის  მიზანია სტუდენტს მისცეს სპეციალური ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია კომპიუტერულ  სისტემებსა  და  ქსელებში  პროფესიული  საქმიანობისათვის. მოამზადოს  კონკურენტუნარიანი  სპეციალისტი,  რომელიც  დააკმაყოფილებს სწრაფად  და  მუდმივად ცვალებად შიდა და  საერთაშორისო შრომის  ბაზრის მოთხოვნილებებს.

 

  1. სასწავლო კურსის სწავლის შედეგი:

 

ცოდნა   და გაცნობიერება.

აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების,

პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული

ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს .

იცის:

-თანამედროვე  კომპიუტერების არქიტექტურა: ძირითადი და  პერიფერიული  მოწყობილობების  გამართვა და  მათი მუშაობის პრინციპები;

-აპარატული, ქსელური და სისტემური უსაფრთხოების წესები;

-კომპიუტერული  ქსელის  არსი და უპირატესობა

-კომპიუტერული  ქსელის   არქიტექტურა, ტოპოლოგიის  ტიპები, მათი უპირატესობები;

-ინფორმაციის  გადაწერის აღწერა ქსელური TCP/IP   და   OSI მოდელების დონეების  მიხედვით;

– ქსელური  აპარატურის დანიშნულება(როუტერი, კომუტატორი, მოდემი, ჰაბი, ბრიჯი) და  ბაზისური კონფიგურაცია;

-ქსელურ  რესურსებზე  წვდომის  განსაზღვრა, ქსელის ოპტიმიზაცია და ძირითადი  უსაფრთხოების  დანერგვა;

-ოპერაციული სისტემის დანიშნულება, მუშაობის  პრინციპები, დაყენება და  პარამეტრის  განსაზღვრა;

-სამომხმარებლო  და  ანტივირუსული პროგრამების  ინსტალაცია, განახლება  და  გამართვა;

-ოპერაციული სისტემების გაუმართაობების მიზეზების მოძიება და  აღმოფხვრა;

– სერვერული სისტემების დუბლირებისა და ოპტიმიზაციის სერვისების

კონფიგურირება;

– მცირე  და  საშუალო სიდიდის  ორგანიზაციის ქსელის და შიდა  კომპიუტერული  სისტემის  ინტერნეტთან  დაკავშირება.

 

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების  უნარი

შეუძლია გამოიყენოს დარგის სპეციფიკისათვის დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრი, შეაფასოს დავალებების შესასრულებლად სხვადასხვა  მიდგომები შეარჩიოს და მიუსადაგოს სათანადო მეთოდები, ინსტრუმენტები და მასალები.

შეუძლია:

-აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის  დიაგნოსტიკა, წარმოქმნილი პრობლემების მიზეზის დადგენა და  მისი კვალიფიციურად აღმოფხვრა;

– ააგოს, მართოს  და  ადმინისტრირება გაუწიოს  მცირე  და  საშუალო მასშტაბის (150-300 კომპიუტერი) კომპიუტერულ ქსელს;

-დანერგოს და დააკონფიგურიროს თანამედროვე დინამიური მარშრუტიზაციის პროტოკოლები;

-დანერგოს ქსელში სამდონიანი იერარქიული მოდელი, რომელიც აუცილებელია ქსელის საიმედოდ, დაცულად და ოპტიმიზირებულად მუშაობისათვის;

-დანერგოს სერიალური გადაცემის ინკაფსულაციის პროტოკოლები, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს წვდომები კონკრეტული მისამართების და სერვისების დონეზე;

-სხვადასხვა სერვერების ინსტალირებასა და მართვას;

-კატალოგების მართვის სისტემის – Active Directory-ის ამუშავებას და ორგანიზაციის შიდა ქსელური რესურსების მართვას;

-ოპერაციული სისტემის Windows Server 2008 სერვერზე დაყენებასა და

ორგანიზაციისათვის საჭირო ყველა ძირითადი სერვისის გამართვას;

-ინფორმაციის საიმედოდ შენახვისათვის სხვადასხვა ტიპის დისკური მასივების

განსაზღვრასა და დაკონფიგურირებას საჭიროების შესაბამისად.

 

დასკვნის გაკეთების უნარი

შეუძლია განსხვავებულ სიტუაციებში წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციის ცნობილი წყაროებით სარგებლობა, მათი შეფასება და ანალიზი.

კლიენტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლია ქსელის სტრუქტურის გააზრება; საჭირო მოწყობილობებისა და მასალების განსაზღვრა; ქსელში შესასრულებელი ოპერაციების გათვალისწინებით სამონტაჟო-საინსტალაციო სისტემების განსაზღვრა;

საჭიროების შემთვევაში დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეუძლია ინტერნეტის ან ტექნიკური დოკუმენტაციის გამოყენებით.

 

 

კომუნიკაციის უნარი

შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია პროფესიასთან დაკავშირებულ  საკითხებზე განსხვავებულ სიტუაციებში. ეფექტიანად იყენებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს; შეუძლია უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება.

შეუძლია პროფესიულ თემებზე საუბარი კლიენტებთან, კლიენტის მოთხოვნების მოსმენა და მისგან სრულყოფილი ინფორმაციის მიღება. საჭიროების შემთხვევაში, როცა  მიზანშეწონილია პრობლემის  გადამისამართება  სხვა  სპეციალისტისთვის, შეუძლია კლიენტის პრობლემის  აღწერა და  წერილობით  გადმოცემა.                                                     ქსელის   დაგეგმასთან  დაკავშირებით, შესაბამისი  პრეზენტაციების  მომზადება  და  საკუთარი  მოსაზრებების წარდგენა  კოლეგებთან ან  ხელმძღვანელობასთან.           შეუძლია ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობა და  საჭიროების  შემთხვევაში  მარტივი  კომუნიკაცია ინგლისურ  ენაზე. აქვს ჯგუფში  მუშაობის და  კონკრეტულ გარემოსა  და სიტუაციასთან ადაპტირების  უნარი.

 

სწავლის  უნარი

შეუძლია წინასწარ განსაზღვრული ამოცანების  ფარგლებში საკუთარ სწავლაზე

პასუხისმგებლობის აღება.

ქსელური  ტექნოლოგიების  მრავალფეროვნებისა  და  მუდმივი  განვითარების პირობებში დამოუკიდებლად  შეუძლია  ქსელურ  აპარატურასა და  სისტემებთან  დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მოძიება, გარჩევა  და  შესწავლა.                                                                              ასევე  გააჩნია  პასუხისმგებლობა პროფესიული და  კარიერული ზრდის თვალსაზრისით სწავლის შემდგომ გაგრძელებაზე.

 

ღირებულებები

განსხვავებულ სიტუაციებში მოქმედებს  პროფესიული საქმიანობისათვის

დამახასიათებელი ღირებულებების  შესაბამისად.

გაცნობიერებული  აქვს პროფესიულ საქმიანობაში იურიდიული და  ეთიკური ასპექტები.  იცავს  უსაფრთხოების  წესებს. ქსელური  რესურსების განაწილებისას ითვალისწინებს  მომხმარებელთა  უფლებებს, კლიენტთან ურთიერთობისას  იცავს  პრფესიული  ქცევის ნორმებს  და  ითვალისწინებს  მათ  სურვილებს.  პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული სამუშაოს დროულად და ხარისხიანად  შესრულებაზე.

 

 

 

  1. კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის III საფეხურის პროფესიული პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობაა: – 45 კრედიტი.

ECTS კრედიტები: მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 45 კრედიტს, რომლიდანაც 60% ეთმობა პრაქტიკას.

ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს.

 

  1. პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემა:

ა) დაწესებულია ხუთი სახის დადებითი შეფასება

  • (A)ფრიადი – მაქსიმალური შეფასების ქულა – 91-100%
  • (B)ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასება- 81- 90%
  • (C)კარგი – მაქსიმალური შეფასება- 71-80%
  • (D)დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასება- 61-70%
  • (E)საკმარისი – მაქსიმალური შეფასება- 51-60%

ბ) ორი სახის უარყოფითი შეფასება

  • (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასება – 41-50% რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს საგნის ჩასაბარებლად მეტი მუშაობა ესაჭიროება და   გაძლიერებული დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ ეძლევა დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
  • (F)ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასება – 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და სტუდენტს ესაჭიროება საგნის ახლიდან შესწავლა.

 

  • სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
  • დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად, მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:
  • შუალედურ შეფასებას;
  • დასკვნითი გამოცდის შეფასებას;
  • პრაქტიკის ანგარიშს.
  • პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.

 

 

 

  1. დასაქმების სფერო:

კომპიუტერული  ქსელებისა  და  სისტემების ტექნიკოსის  კვალიფიკაციის მფლობელს  შეეძლება დასაქმდეს  კომპიუტერულ სერვის ცენტრებში ქსელური   პრობლემების  დისტანციური  უზრუნველყოფის სპეციალისტად ნებისმიერ  ორგანიზაციაში, სადაც  ფუნქციონირებს მცირე  და  საშუალო მასშტაბის კომპიუტერული ქსელის  სისტემებისა  და  ქსელის  სპეციალისტის თანამდებობაზე, პროფილურ ან  დიდი მასშტაბის  ინფოსაკომუნიკაციო ორგანიზაციაში კომპიუტერული სისტემებისა  და ქსელის ადმინისტრატორის ასისტენტის თანამდებობაზე.