აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

სრულად »

 

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები

1. ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება აქვთ ბიბლიოთეკაში გაწევრიანებულ პირებს.

2. ბიბლიოთეკაში გაწევრიანების უფლება აქვთ კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს, კოლეჯის

ადმინისტრაციულ, სასწავლო და დამხმარე პერსონალს;

3. კოლეჯის პროფესიული სტუდენტების ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება კოლეჯში სწავლის პერიოდში ერთხელ. პროფესიული სტუდენტი, რომელიც ერთხელ გაწევრიანდება სწავლების პერიოდში, რჩება ბიბლიოთეკის წევრად სწავლების მთელი პერიოდისათვის. პროფესიული სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა.

4. კოლეჯის ადმინისტრაციული, სასწავლო და დამხმარე პერსონალის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება მათ მიერ შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში. კოლეჯის პერსონალისათვის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა.

5. წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარი, გამონაკლისის გარეშე, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით პროფესიულ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მხოლოდ სამკითხველო დარბაზში, ან ქსეროქსზე გადაიღოს მისთვის საჭირო ადგილები, თუ მთელი წიგნი. პროფესიულ სტუდენტს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში მოიპოვება რამდენიმე ეგზემპლარის სახით.

6. ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა ხუთი დღის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ მკითხველი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას. თუ მკითხველს წიგნი კვლავაც სჭირდება, მას შეუძლია ის ხელახლა გაიტანოს (ისევ ხუთი დღის ვადით), იმ შემთხვევაში, თუ კი წიგნზე არ შემოსულა სხვა განაცხადი. წიგნის გატანის ვადის გახანგრძლივება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

თუ წიგნის დაბრუნება ბიბლიოთეკაში არ მოხდა საჭირო დროს, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ბიბლიოთეკას დროულად არ დაბრუნების მიზეზი. მიზეზის არასაპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში წიგნის გამტანი ვალდებულია დააბრუნოს წიგნი ორი დღის ვადაში, ორი დღის გადაცილების შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე მკითხველი გადაიხდის ჯარიმას სამი ლარის ოდენობით.

7. წიგნის ან გატანილი მასალის დაკარგვის ან ისეთი დოზით დაზიანების შემთხვევაში, როდესაც მისი გამოყენება შეუძლებელია, წიგნის გამტანი ვალდებულია 2 დღის ვადაში ბიბლიოთეკაში მოიტანოს იგივე სახის წიგნი ან აანაზღაუროს გატანილი წიგნის/მასალის საფასურის ორმაგი ოდენობა კოლეჯის ფინანსურ სამსახურში ანგარიშწორებით.

8. ბიბლიოთეკის გამგეს შეუძლია მოითხოვოს წიგნის ან ბიბლიოთეკიდან გატანილი რომელიმე სხვა ნივთის (დისკის, ვიდეო-კასეტის) ვადაზე ადრე დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია წიგნი დააბრუნოს შეტყობინებიდან ერთი დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მკითხველი ჯარიმდება და გადაიხდის ჯარიმას – ყოველი გადაცდენილი დღისათვის – 3 ლარის ოდენობით. ბიბლიოთეკის თანამშრომელს აქვს უფლება განსაკუთრებულ შემთხვევებში, კოლეჯის დირექტორის თანხმობით აკრძალოს ან შეცვალოს ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის წესი, ან არ გაატანოს წიგნი იმ პირებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან წიგნის დაგვიანებით დაბრუნებაში.

ბიბლიოთეკაში ქცევის წესები

ბიბლიოთეკით მოსარგებლე ვალდებულია:

ა) წიგნი სარგებლობის შემდეგ თვითნებურად არ დადოს თაროზე, ბიბლიოთეკის თანამშრომელი თვითონ დააბრუნებს მას ადგილზე;

ბ) წიგნის შენახვის სურვილის შემთხვევაში თხოვნით მიმართოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს;

დაუშვებელია:

ა) სადილობა ბიბლიოთეკაში; ნებადართულია მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყლის ქონა.

ბიბლიოთეკაში სასტიკად აკრძალულია:

ა) მოწევა;

ბ) ხმაური და საუბარი;

გ) მობილური ტელეფონების გამოყენება;

დ) წიგნის არასწორად დადება, მისი დამალვის, ანუ სხვა პროფესიულ სტუდენტისათვის წიგნის გამოყენების ხელის შეშლის მიზნით;

ე) წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობა, დაზიანება, დაფხაჭნა, ფურცლების ამოგლეჯა.

აღნიშნული წესებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბიბლიოთეკა უფლებამოსილია დაუწესოს ბიბლიოთეკით სარგებლობის შეზღუდვა ასეთ მომხმარებელს და დააკისროს ჯარიმა, რომელსაც მომხმარებელი გადაიხდის კოლეჯის ადმინისტრაციის მიერ დაგენილი ტარიფის შესაბამისად (ტარიფი განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რა შედეგი მოჰყვა მომხმარებლის მიერ ზემოთ აღნიშნული წესების დარღვევას).