აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

აქციეთ სწავლა ჩვენთან სასიამოვნო პროცესად!!!

სრულად »

 

ბიბლიოთეკა

წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯის ბიბლიოთეკას მდიდარი წიგნადი ფონდი აქვს. სტუდენტებს შუძლიათ მოიძიონ სასურველი ლიტერატურა სპეციალობების მიხედვით, რომლებიც კოლეჯის პროფესიული სასწავლო პროგრამით არის გათვალისწინებული. პერიოდულად ხდება ბიბლიოთეკის გამდიდრება ახალი ლიტერატურით.
ბიბლიოთეკაში ანბანურ კატალოგთან ერთად მუშაობს ელექტრონული საბიბლიოთეკო პროგრამა, სადაც წარმოდგენილია კატალოგი წიგნადი ფონდით და მკითხველთა ელექტრონული ბარათებით, რაც აადვილებს სტუდენტების სწრაფ მომსახურებას.
დღეისათვის კოლეჯის სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რათა შეუფერხებლად მიიღონ საჭირო ლიტერატურა და აიმაღლონ ცოდნის დონე.

ბიბლიოთეკა მუშაობს:

 

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10°° სთ- 18°° სთ.
მონაცემთა ბაზები:
EBSCO Publishing
წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობო გამოცემების უდიდეს კოლექციას.
მოიცავს: 7000–ზე მეტ დასახელებას (სტატიების 70% სრული ტექსტითაა), მეცნიერებისა და ბიზნესის პრაქტიკულად ყველა სფეროს, ამერიკისა და რუსეთის უმნიშვნელოვანესი გაზეთების სრული სტატიებს ძალზე მოხერხებულ და ეფექტურის საძიებელს.
search.epnet.com

Cambridge University Press

მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ 190 ჟურნალს შემდეგ დარგებში: ამერიკანისტიკა; არქეოლოგია და ანთროპოლოგია; აფრიკის, აზიისა და ევროპის შესწავლა; ბიზნესი; ბიოლოგია; საინჟინრო მეცნიერებები; ხელოვნებათმცოდნეობა; ისტორია; კომპიუტერული მეცნიერებები; მათემატიკა; მეცნიერება მიწის შესახებ; ეკოლოგია; სამართალმცოდნეობა; თეოლოგია; სოფლის მეურნეობა; სოციოლოგია, ფილოსოფია, ეკონომიკა; ენათმცოდნეობა და ფილოლოგია.
http://journals.cambridge.org

Emerald Management eJournal Collections
• არის 250–ზე მეტი დასახელების ფართო დიაპაზონის მქონე თემატიკის რეცენზირებადი ჟურნალები და ელექტრონული წიგნები.
• Emerald’s scholarly–ის ჟურნალების უმეტესობა განხილვის თვალსაზრისით არის გატოლებული Thomson Reuters (ISI) რანგის ჟურნალებთან.
• ძირითადი თემატიკაა მენეჯმენტი, სოციალური, საინფორმაციო და საინჟინრო მეცნიერებანი.
მისამართი
http://www.emeraldinsight.com/